ინგრედიენტები :
500 გრ. წითელი მხალი
1 ჭიქა ნიგოზი
3 ჭარხალი
2 თავი ხახვი
6 კბილი ნიორი
1 დიდი კონა ქინძი
1 სუფრის კოვზი უცხო სუნელი
1 სუფირს კოვზი ყვითელი ყვავილი
ძმარი
მარილი
წიწაკა
მომზადების წესები :
ჭარხალი მოვხარშოთ, გავფცქვნათ , საშუალო ზომის ფირფიტებად დავჭრათ,დავაწყოთ თუნუქის ფირფიტაზე და 10 -15 წუთი ჰაერღმელში შევწვათ.
წითელი მხალი მდუღარე მარილიან წყალში მოვხარშოთ,გავაგრილოთ და გავწუროთ.
ხახვი ძალიან წვრილად დავჭრათ.
წითელი ფხალი, ქინძი ,ნიორი და ნიგოზი გავატაროთ, შევურიოთ ძმარი,ხახვი,უცხო სუნელი,ყვითელი ყვავილი, ხელით ავზილოთ და მივცეთ სასურველი ფორმა.
0