ინგრდიენტები :
ცომი:
360 გრ.ფქვილი
190 მლ.რძე
3 ს.კოვზი შაქარი
3 კვერცხი+ 1კვერცხის გული
1/4 ჩ.კოვზი მარილი
60 გრ.ნაღების კარაქი
4 გრ.საფუარი
გულსართი :
1 კვერცხის გული
250 გრ.ხაჭო
1 ჭიქა ქიშმიში
4 გრ.შაქრიანი ვანილი
3-4 ს.კოვზი შაქარი
30 გრ.ნაღების კარაქი
გულსართზე ზემოდან დასადებად :
70 გრ.ალუბალი
0,5 ს კოვზი სახამებელი
ზემოდან მოსაცხებად :
0,5 ს.კოვზი რძე
1 კვერცხი.
შტრეიზელი :
50 გრ.ფქვილი
30 გრ.კარაქი
2,5 ს.კოვზი შაქარი
4 გრ.ვანილიანი შაქარი
მომზადების წესები :
თბილ რძეს დავუმატოთ1 ს.კოვზი შაქარი,საფუარი. 15 წუთის შემდეგ საფუარი გააქტიურდება.
მარგარინი გავადნოთ ცეცხლზე ან მიკროტალღურ ღუმელში, გავაგრილოთ ოთახის ტემპარატურაზე.
ფქვილში შევურიოთ დარჩენილი შაქარი და მარილი,გავაკეთოთ ჩაღრმავება,ჩავასხათ გააქტიურებული საფუარი,დავუმატოთ კვერცხი და კვერცხის გული,მოვზილოთ ცომი .
ცომს შევაზილოთ გამდნარი მარგარინი.მივიღებთ თხელ ცომს.
თუ გვინდა ფუნთუშები ფუმფულა გამოგვივიდეს ფქვილი არ დავუმატოთ.
ცომი ვზილოთ 5-10 წუთი და დაველოდოთ ამოსვლას.
შტრეიზელის (კროშკა) მომზადება :
ფქვილში შევურიოთ შაქარი,ვანილიანი შაქარი და ცივი ნაღების კარაქი,ავაფხვიეროთ ხელით.
ალუბალი დავკურკოთ,წვენი გადავწუროთ და მოვაყაროთ სახამებელი.
გულსართის მომზადება :
საცერში გატარებული ხაჭო , 2 ჭიქა შაქარი ( შერეული ვარდის არომატი),კვერცხის გული,ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული ნაღების კარაქი .
ცომი დავყოთ 16-18 მაწილად .მოვამზადოთ 70-80 გრამიანი გუნდები.
გუნდები დავალაგოთ ღუმლის ტაფაზე( დაფენილია ქაღალდი),გადავაფაროთ ტილო და გავაჩეროთ ამოფუებამდე. ჭიქის ძირს მოვუსვათ ზეთი და ცომის ბურთულებს გავუკეთოთ ჩაღრმავება.
მოვათავსოთ 1 ს.კოვზი გულსართი,ზემოდან ალუბალი დავაწყოთ ,წავუსვათ გათქვეფილ კვერცხში შერეული რძე,ზემოდან მოვაყაროთ შტრეიზელი.
ვატრუშკები გამოვაცხოთ 190 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში 25 წუთი.