ინგრედიენტები:
ფირფიტები:
ფქვილი – 430 გრ
კვერცხი – 3 ცალი
შაქარი – 150 გრ
თაფლი – 100 გრ.
ნაღების კარაქი – 100 გრ
სოდა -2 გრ
გამაფხვიერებელი-4 გრ
დაკურკული ალუბალი -800 გრ
კრემი: არაჟანი 30 % 700 გრ.
შაქარი – 150 გრ
შაქრიანი ვანილი- 10 გრ
მინანქარი:
შაქარი – 180 გრ
კაკაო – 60 გრ
ნაღები 20 % – 160 გრ
წყალი:
მინანქრისათვის- 80 მლ
ჟელატინის დასალბობად – 40 გრ
ჟელატინი- 8 გრ
მომზადების წესები :
ფქვილში შევურიოთ გამაფხვიერებელი.
კვერცხი ავთქვიფოთ შაქართან ერთად,დავუმატოთ თაფლი და ორთქლის აბაზანაზე 15 წუთის განმავლობაში მოვხარშოთ.
გადმოვდგათ ცეცხლიდან, შევურიოთ სოდა და ცხელშივე გავადნოთ კარაქი,დავუმატოთ ფქვილი,მოვზილოთ ცომი.
ცომს გადავაფაროთ პლასტიკი, შევდოთ მაცივარში 1 საათი და შემდეგ გავყოთ 3 ნაწილად.
თითოეული ცომის ნაწილი გავაბრტყელოთ და დავჭრათ ზონრებად , სიგრძეზე დავალაგოთ ალუბლები და კიდეები შევაწებოთ.
26 სმ დიამეტრის ფორმაში ჩავაფინოთ ქაღალდი, წავუსვათ ცხიმი ქაღალდზე და გვარდებზე, ჩავდოთ ცომის ალუბლიანი ზონრები.
ფორმაში,გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 20-25 წუთი.გამოვაცხოთ 3 ასეთი ფირფიტა.
არაჟანში ჩავყაროთ შაქარი და შაქრიანი ვანილი,ავთქვიფოთ მიქსერით.
ფირფიტებს შორის ,ზემოდან და გვერდებზე წავუსვათ არაჟნის კრემი. შევდოთ მაცივარში 6 საათი.
ჟელატინს დავასხათ წყალი და გავაჩეროთ ასაფუებლად. შაქარი,კაკაოს ფხვნილი, წყალი, ნაღები შევურიოთ ერთმანეთს,მოვადუღოთ,
ცხელშივე ჩავდოთ აფუებული ჟელატინი და გადავასხათ ტორტს.