hqdefault (1)
5/5

ალუბლის ტორტი პიტნის კრემით

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

ინგრედიენტები:

300 გრ.შავი შოკოლადი თხილით

10 გრ.ალუბალი

150 გრ.კარაქი

3 კვერცხი

200 გრ.ფქვილი

200 გრ.შაქარი

1 გრ.მარილი

მომზადების წესები :

დატეხილი შავი შოკოლადის ფილა კარაქთან ერთად გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე.

კვერცხი ავთქვიფოთ შაქართან ერთად,მოვამზადოთ გოგლიმოგლი,ჩავასხათ ცხელი ,გამდნარი შოკოლადი, მასა შესქელდება,მოვურიოთ და შევურიოთ ფქვილი. ცომში დავამატოთ დაკურკული ალუბალი.

ფორმის ძირში ჩავაფინოთ ქაღალდი,გვერდებზე წავუსვათ ცხიმი და მოვაყაროთ ფქვილი.გადავიტანოთ ცომი ფორმაში და 180 გრადუსზე 30 წუთი გამოვაცხოთ.

პიტნის კრემი :

2 კონა პიტნა

800 მლ. მაღალპროცენტიანი რძე

3.კვერცხი

3 ს.კოვზი სახამებელი

200 გრ.შაქარი

200 გრ.ფქვილი

პიტნა გავრეცხოთ ,გავარჩიოთ,ჩავყაროთ ბლენდერში,დავასხათ 2 ს.კოვზი წყალი და დავაბლენდეროთ.

დაბლენდერებული მასა საცერში გავატაროთ.მივიღებთ ნატურალურ პიტნის წვენს და ექსტრაქტს.

ფქვილი შაქარი და სახამებელი ერთმანეთში შევურიოთ.

თასში კვერცხი ავთქვიფოთ,დავუმატოთ მშრალი ინგრედიენტები, დავასხათ 200 მლ. რძე,ავთქვიფოთ მიქსერით,

გადავიტანოთ ქვაბში,შევურიოთ დარჩენილი რძე და მოვხარშოთ დაბალ ცეცხლზე.

მოხარშული კრემი გადავიტანოთ თასში,შევაგრილოთ,ავთქვიფოთ მიქსერით,შევათქვიფოთ ულუფობით პიტნის წვენი.

კრემი შევდოთ მაცივარში.

თეთრი შოკოლადის განაში :

200 გრ.თეთრი შოკოლადი

200 გრ.ნაღები

დატეხილი თეთრი შოკოლადის ფილას დავასხათ ნაღები და ორთქლის აბაზანაზე გავადნოთ.

მივიღებული თხელი მასა გადმოვასხათ ჯამში,გაგაციოთ 30 წუთი მაცივარში და შემდეგ გავთქვიფოთ.

ბისკვიტი გავჭრათ შუაზე, შუაში წავუსვათ პიტნის კრემი,ზემოდან მოვასხათ შოკოლადის განაში,მოვაყაროთ ალუბლები.

.

წყარო ;იუთუბი,გადაცემა გურმანია 2016 წელი.

0

Leave a Reply

Your email address will not be published.

Share on facebook
Facebook
Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

ბუშე -ფრანგული დესერტი

ინგრედიენტები ცომისათვის: 10 კვერცხის ცილა 7 კვერცხის გული 6 სუფრის კოვზი შაქარი 1 ჭიქა ფქვილი მომზადების წესები : ღუმელი ჩავრთოთ და გავახუროთ 220 გრადუსზე. კვერცხის

კუჭმაჭი

ინგრედიენტები: 1კგ.საქონლის გულ-ღვიძლი,ფილტვი,ფაშვი 6-8 თავი ქართული წითელი ხახვი ცოცხალი ქინძი ბროწეულის მარცვლები მოსართავად ზეთი ან კარაქი სანელებლები: დაღერღილი წიწაკა გემოვნებით 1 ჩ.კოვზი ქონდარი 2 ჩ.კოვზი

ჩანახი -კლასიკური რეცეპტი

ინგრედიენტები : 1 კგ.ცხვრის ხორცი 0,2 კგ.დუმა 1 კგ.ბადრიჯანი 0,8 კგ.კარტოფილი 1 კგ.პამიდორი 0,2  (4-5 თავი )კგ.ხახვი 1 თავი ნიორი რეჰანი, ქინძი, ოხრახურში 3-3 ღერი

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია

ვულოცავთ გამარჯვებულებს!

1 ადგილი

კულიჩი – ესეც ჩემი ულამაზესი პასკუნიები

2 ადგილი

კულიჩი – ქვემო იმერელი ბებიების რეცეპტი

3 ადგილი

                    ქოქოსის ბისკვიტი – ტორტი რაფაელო

Add Your Heading Text Here

Add Your Heading Text Here