13b5e0deaf19b06816d21e67ad4e211c_M-o8le798wbrct62r75q6wb30o1sbgscjpjkg55weop4
5/5

ბასკური შოკოლადის პეროგი ალუბლით

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

ინგრდიენტები ცომისათვის :

300 გრ.ფქვილი

2 ს.კოვზი რომი ან კონიაკი

100 გრ. შაქრის პუდრა

10 გრ. გამაფხვიერებელი ( არ არის სავალდებულო)

120 გრ.კარაქი

25 გრ.კაკაო

1 კვერცხი

1კვერცხის გული

კრემი:

400 მლ.რძე

50 გრ.შაქარი

50 გრ.შაქრის პუდრა

40 გრ.ფქვილი

4 კვერცხის გული

50 გრ.შავი შოკოლადი

100 გრ.ნუში

ვანილი

გულსართი :

150 გრ.ალუბალი

1/2 ჭიქა წყალი

1/2 ჭიქა შაქარი

მომზადების წესები :

მრგვალი ფორმა, დიამეტრი 20 სმ

პირველ რიგში მოვამზადოთ კრემი.

4 კვერცხის გული ხელით ავთქვიფოთ შაქარის პუდრასათან და ფქვილთან ერთად.

რძეში ჩავყაროთ შაქარი და შემოვდგათ ცეცხლზე, მივიყვანოთ ადუღებამდე.

100 მლ. ცხელი რძე დავასხათ კვერცხიან მასას, კარგად მოვურიოთ და ჩავაბრუნოთ რძეში ,ვურიოთ განუწყვეტლივ, რომ კოშტები არ დაგვრჩეს.როგორც კი კრემი შესქელდება,ცეცხლს დავუწიოთ და ვადუღოთ 2-3 წუთი.

ცხელ კრემი გავაგრილოთ 60 გრადუსამდე ,ჩავყაროთ გახეხილი შოკოლადი და დაფქული ნუში.

მოვადუღოთ სიროფი და ცხელ სიროფში ჩავყაროთ დაკურკული ალუბალი.

შეგვიძლია ალუბალი არ დავკურკოთ.

ფქვილი , კაკაო, შაქრის პუდრა შევურიოთ ერთმანეთში.

კვერცხი,კვერცხის გული ავთქვიფოთ, დავუმატოთ რომი და შევათქვიფოთ დარბილებული კარაქი.

შევურიოთ მშრალი ინგრედიენტები და მოვზილოთ რბილი ცომი.

ბასკური პეროგი მზადდება ფხვიერი ცომისგან. კლასიკურ რეცეპტში გამაფხვიერებელს არ უმატებენ.  თუ ფხვიერ ცომს ამზადებთ პირველად, მაშინ გამაფხვიერებელი გამოიყენეთ.

ცომი გავყოთ 2 (2/3 და 1/3)ნაწილად და შევდოთ მაცივარში 1 საათი. ცომი მაცივარში ელასტიური გახდება.

ჯერ გავაბრტყელოთ დიდი ზომის ცომი , სწრაფად გადავიტანოთ ფორმაში,რომ არ გაგვეხეს.

ცომი ჩავაფინოთ ფსკერზე და გვერდებზეც ამოვაფინოთ.

ცომის ფორმაში ჩავასხათ კრემის ნახევარი, დავალაგოთ ალუბლები,დავასხათ მორჩენილი კრემი, გადავაფაროთ ცომის მეორე ნახევარი,

რამოდენიმე ადგილას ჩავჩხვლიტოთ, გავაფრომოთ მორჩენილი ცომის ბურულებით.

გამოვაცხოთ წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 40 წუთი.

0

Leave a Reply

Your email address will not be published.

Share on facebook
Facebook
Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

ბუშე -ფრანგული დესერტი

ინგრედიენტები ცომისათვის: 10 კვერცხის ცილა 7 კვერცხის გული 6 სუფრის კოვზი შაქარი 1 ჭიქა ფქვილი მომზადების წესები : ღუმელი ჩავრთოთ და გავახუროთ 220 გრადუსზე. კვერცხის

კუჭმაჭი

ინგრედიენტები: 1კგ.საქონლის გულ-ღვიძლი,ფილტვი,ფაშვი 6-8 თავი ქართული წითელი ხახვი ცოცხალი ქინძი ბროწეულის მარცვლები მოსართავად ზეთი ან კარაქი სანელებლები: დაღერღილი წიწაკა გემოვნებით 1 ჩ.კოვზი ქონდარი 2 ჩ.კოვზი

ჩანახი -კლასიკური რეცეპტი

ინგრედიენტები : 1 კგ.ცხვრის ხორცი 0,2 კგ.დუმა 1 კგ.ბადრიჯანი 0,8 კგ.კარტოფილი 1 კგ.პამიდორი 0,2  (4-5 თავი )კგ.ხახვი 1 თავი ნიორი რეჰანი, ქინძი, ოხრახურში 3-3 ღერი

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია

ვულოცავთ გამარჯვებულებს!

1 ადგილი

კულიჩი – ესეც ჩემი ულამაზესი პასკუნიები

2 ადგილი

კულიჩი – ქვემო იმერელი ბებიების რეცეპტი

3 ადგილი

                    ქოქოსის ბისკვიტი – ტორტი რაფაელო

Add Your Heading Text Here

Add Your Heading Text Here