ინგრედიენტები :
1 ჩ.კოვზი საფუარი
1 ჭიქა წყალი
500-600 გრ.ფქვილი
1 ს.კ. შაქარი
100 გრ.მარგარინი
1/4 ჩ.კ.მარილი
ზეთი
ინგრედიენტები შიგთავსისათვის:
3 კონა ტარხუნა
1/3 ჭიქა ბრინჯი
1 პატარა კონა ქინძი
4-5 ღერი მწვანე ხახვი
მომზადების წესები:
თბილ წყალში გავხსნათ საფუარი , შაქარი, მარილი,ცოტა ფქვილი და მოვზილოთ არაჟნის კონსისტენციის მასა. გავაჩეროთ ცოტა ხნით ასაფუებლად.
შემდეგ .დავუმატოთ ფქვილი და ზეთიანი ხელებით მოვზილოთ ნაზი ცომი.
ცომს გადავაფაროთ ხელსახოცი და დავდოთ ასაფუებლად.
დარბილებული მარგარინი გავყოთ 3 ნაწილად. ცომი გავაბრტყელთ ფქვილმოყრილ დაფაზე, წავუსვათ მარგარინი ერთი ნაწილი,გადავახვიოთ რულეტივით .
ეს პროცედურა გავიმეოროთ კიდევ 2-ჯერ.შემდეგ ჩავდოთ ცელოფანში და მაცივარში 2 საათი შევდოთ.
ბრინჯი მოვხარშოთ მარილწყალში და გავაგრილოთ.
დაჭრილ ტარხუნას შევურიოთ გახეხილი მოხარშული ბრინჯი , დაჭრილი მწვანე ხახვი , ქინძი.
ცომი ორ ნაწილად გავყოთ და გავაბრტყელოთ.
ღუმელის ტაფაზე დავაფინოთ ცომის ერთი ფენა,გადავანაწილოთ ზემოდან თანაბრად შიგთავსი.გადავაფაროთ ცომის მეორე ფენა .გამომცხვარს ზემოდან მოვუსვათ ზეთი.
ღვეზელი ზემოდან ჩანგლით დავჩხვლიტოთ და 200-220 გრადუსზე გამოვაცხოთ.