ინგრედიენტები :
1 კგ ძროხის ძვლიანი ( ტვინიანი) ხორცი
1 საშუალო ხახვი
ოხრახუშის პატარა ფესვი
1 დიდი სტაფილო
ნახევარი ბულგარული წიწაკა
3-4 შავი წიწაკა
მარილი (დაახლოებით 1 სუფრის კოვზი)
წყალი
მომზადების წესები :
ღუმელის ტაფას მოვასხათ ზეთი,დავაწყოთ ხორცის ნაჭრები და წინასწარ გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ 10-15 წუთი.
ხორცი ჩავდოთ ქვაბში,დავასხათ ორი ლიტრა წყალი და საშუალო ცეცხლზე მოვხარშოთ.პერიოდულად მოვხადოთ ქაფი.
ხახვი და სტაფილო სიგრძეზე გავჭრათ შუაზე,მშრა ტაფაზე მოვათავსოთ და მსუბუქად შევწვათ.
შემწვარი ბოსტნეული, დაჭრილი ბულგარული, მწვანილი, შავი წიწაკის მარცვლები, გადავიტანოთ ხორციან ქვაბში.წვენი დავამარილოთ.
ბულიონი 2 -2,5 ნახევარი ვხარშოთ აუცილებლად ძალიან დაბალ ცეცხლზე, რომ მოდუღების შემდეგ გახდეს გამჭვირვალე.
ბულიონი გავწუროთ,
ხორცს ძვლები მოვაშოროთ და ჩავწყოთ ბულიონში.
გრილი ბულიონი შევდოთ მაცივარში და ზემოდან მოყენებული ცხიმი კი მოვაშოროთ.
მივირთვათ გემრიელად!