ინგრედიენტები :
4-5 კვერცხის ცილა
2/3 ჭიქა შაქარი
1 შეკვრა შაქრიანი ვანილი
2 ს.კოვზი სახამებელი
1 ჩ.კოვზი ლიმონის წვენი
200 გრ.კენკრის მიქსი
კრემი:
250 მლ.35% ნაღები
1 ს.კოვზი შაქრის პუდრა
ვანილი
მომზადების წესები :
ღუმელი გავახუროთ 120 გრადუსზე.
კვერცხის ცილა ავთქვიფოთ მყარ პიკამდე მიქსერით,შევათქვიფოთ ნელ-ნელა
შაქრის ფხვნილი,ვანილი და ლიმონის წვენი.
ღუმელის ტაფაზე დავაფინოთ ქაღალდი.დავხაზოთ წრე 22 სმ დიამეტრის.
კოვზით ბეზე წრეში გავანაწილოთ ,ნაპირები ოდნავ მაღალი გავუკეთოთ და
გამოვაცხოთ 1-1,5 საათი.ბეზემ ფერი არ უნდა შეიცვალოს,გარედან კნატუნა და შიგნიდან ოდნავ ნოტიო უნდა იყოს.გამოცხობის შემდეგ დავტოვოთ გამორთულ ღუმელში და ისე გავაგრილოთ.
ცივი ნაღები ავთქვიფოთ,შევათქვიფოთ შაქრის პუდრა,ვანილი.დესერტი ამოვავსოთ კრემით და ზემოდან მოვაყაროთ კენკრის მიქსი.
0