recipie-picture-3734
5/5

ალუბლის ტორტი ცუკოტო – იტალიური დესერტი

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

ინგრედიენტები :

2 კვერცხი

10 გრ.გამაფხვიერებელი

2.კოვზი არაჟანი

80 გრ. შაქარი

100 გრ. ფქვილი

30 გრ. კაკაო

გულსართი:

350 გრ.დაკურკული ალუბალი

დარიჩინი მწიკვი

1 ს.კოვზი ლიქიორი

80 გრ.შაქრის პუდრა

50 გრ.მოხალული ნუში

50 გრ.შავი შოკოლადი

300 გრ.33 % ნაღები

ზემოდან მოსასხმელად :

100 გრ.შავი შოკოლადი

100 გრ.ნაღების კარაქი

 

მომზადების წესები :

დაკურკულ ალუბალს დავასხათ კონიაკი და გავაჩეროთ 1 ღამე.

“მთვრალი ალუბალი” გადავწუროთ და ნაწური შევინახოთ.

ფქვილი,კაკაო და გამაფხვიერებელი ერთმანეთში შევურიოთ.

კვერცხი ავთქვიფოთ შაქართან ერთად,შევათქვიფოთ ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი,შევურიოთ მშრალი ინგრედიენტები და ბოლოს არაჟანი.

თუნუქის ფირფიტაზე დავაფინოთ ქაღალდი,ცომი თანაბრად გადავანაწილოთ და 15 წუთი გამოვაცხოთ 180 გრადუსზე.

ავიღოთ 18 სმ დიამეტრის სასალათე,გადმობრუნებულად დავდოთ ბისკვიტის ერთ კიდეში,შემოვჭრათ.დარჩენილი ბისკვიტი დავჭრათ სამკუთხედებად.

18 დიამეტრის სასალათეს შემოვახვიოთ პლასტიკი და ჩავაფინოთ სამკუთხედები.

ბისკვიტი დავნამოთ ალუბლის შენახული ნაწურით.

კრემი;

ავთქვიფოთ ნაღები შაქრის პუდრასთან ერთად,შევურიოთ დაფქული ნუში,ალუბალი, გახეხილი შოკოლადი.

ბისკვიტი დავნამოთ შენახული სიროფით ,ამოვავსოთ კრემით,დავაფაროთ მგვრალი ფორმის ბისკვიტი.

შევინახოთ მაცივარში 4-6 საათი.

ორთქლის აბაზანაზე გავადნოთ შოკოლადი კარაქთან ერთად.

ტორტს გადავასხათ შოკოლადი ან გავაფორმოთ ჩვენი გემოვნებით.

0

Leave a Reply

Your email address will not be published.

Share on facebook
Facebook
Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

ბუშე -ფრანგული დესერტი

ინგრედიენტები ცომისათვის: 10 კვერცხის ცილა 7 კვერცხის გული 6 სუფრის კოვზი შაქარი 1 ჭიქა ფქვილი მომზადების წესები : ღუმელი ჩავრთოთ და გავახუროთ 220 გრადუსზე. კვერცხის

კუჭმაჭი

ინგრედიენტები: 1კგ.საქონლის გულ-ღვიძლი,ფილტვი,ფაშვი 6-8 თავი ქართული წითელი ხახვი ცოცხალი ქინძი ბროწეულის მარცვლები მოსართავად ზეთი ან კარაქი სანელებლები: დაღერღილი წიწაკა გემოვნებით 1 ჩ.კოვზი ქონდარი 2 ჩ.კოვზი

ჩანახი -კლასიკური რეცეპტი

ინგრედიენტები : 1 კგ.ცხვრის ხორცი 0,2 კგ.დუმა 1 კგ.ბადრიჯანი 0,8 კგ.კარტოფილი 1 კგ.პამიდორი 0,2  (4-5 თავი )კგ.ხახვი 1 თავი ნიორი რეჰანი, ქინძი, ოხრახურში 3-3 ღერი

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია

ვულოცავთ გამარჯვებულებს!

1 ადგილი

კულიჩი – ესეც ჩემი ულამაზესი პასკუნიები

2 ადგილი

კულიჩი – ქვემო იმერელი ბებიების რეცეპტი

3 ადგილი

                    ქოქოსის ბისკვიტი – ტორტი რაფაელო

Add Your Heading Text Here

Add Your Heading Text Here