შოკოლადის დესერტი ” ვულკანი ” – ზოგი მას ტორტს უწოდებს,ზოგი კი პეროგს, მაგრამ ამას ხომ მნიშვნელობა არ აქვს. იგი არის ფაფუკი და ლამაზი, მკვეთრად გამოხატული შოკოლადის არომატით.
ინგრედიენტები :
3 კვერცხი
300 გრ.შაქარი
300 გრ.ფქვილი
200 გრ.შოკოლადის ფილა
60 გრ.კაკოს ფხვნილი
160 გრ.არაჟანი( 20 %)
140 გრ.კარაქი ( 82%)
160 მლ.მდუღარე წყალი
8 გრ.გამაფხვიარებელი
8 გრ. სოდა
ვანილის მოხარშული კრემი
6 კვერცხის გული
800 მლ.რძე
40 გრ.ფქვილი
40 გრ.სიმინდის სახამებელი
160 გრ.შაქარი
1 ვანილის ჩხირი
დეკორისათვის :
200 გრ.შავი შოკოლადი
30 მლ.ზეთი
160 გრ.მოხალული ნიგოზი
მომზადების წესები :
ავიღოთ 26 სმ დიამეტრის ფორმა. ჩავაფინოთ ქაღალდი და გვერდებზე მოვუსვათ ცხიმი.
ღუმელი გავახუროთ 170 გრადუსზე.
შოკოლადი და კარაქი გავადნოთ ერთად ორთქლის აბაზანაზე.
ფქვილი, კაკაოს ფხვნილი, სოდა და გამაფხვიერებელი შევურიოთ.
კვერცხი ,არაჟანი და შაქარი ავთქვიფოთ, ჩავუმატოთ შოკოლადი კარაქთან ერთად და ბოლოს გაცრილი მშრალი ინგრედიენტები, მოვურიოთ.
ამის შემდეგ დავასხათ ადუღებული წყალი და კიდევ მოვურიოთ.
მოვამზადოთ ვანილის მოხარშული კრემი.
ვანილის ჩხირიდან “ხიზილალა ” ამოვიღოთ და ჩავდოთ რძეში.
რძე გავაცხელოთ.
კვერცხი, შაქარი, ფქვილი და სახამებელი ერთმანეთში შევურიოთ, დავასხათ 1/3 ცხელი რძე, მოვურიოთ და ისე შევურიოთ დარჩენილ ცხელ რძეში.
მასას განუწყვეტლივ ვურიოთ კოვზით გასქელებამდე, 30-40 წამი ვადუღოთ და ჩავაგდოთ კარაქი.
კრემი გადავიტანოთ საკონდიტრო ტომარაში.
ფორმაში გადავიტანოთ ცომი, ცენტრში მოვათავსოთ კრემი, ზედაპირი გავასწოროთ,გამოვაცხოთ დაახლოებით 35 წუთი, გააჩნია ღუმელს.
ზემოდან დეკორისათვის: შოკოლადი გავადნოთ,შევურიოთ ზეთი და თუ სურვილი გვაქვს მოხალული ნიგოზი.
მე გირჩევთ,რომ ბოლო ეტაპი არ გამოტოვოთ,რადგანაც ამ ტორტს თუ პეროგს მოხალული ნიგოზი ძალიან უხდება.