ინგრედიენტები სიროფისათვის :
350 გრ.შაქარი
150 მლ.წყალი
ქვაბში ჩავყაროთ შაქარი,დავასხათ წყალი,დავახუროთ თავსახური და
ძალიან დაბალ ცეცხლზე ვადუღოთ .სიროფი უნდა გახდეს თხელი თაფლის კონსისტენციის.
ინგრედიენტები :
6 ახალი კვერცხის გული
0,5 ლიტრა ნაღები(35%)
70 გრ.შაქარი
70 გრ.ფისტა
200 გრ.დაკურკული ალუბალი
კვერცხის გული ავთქვიფოთ და წვრილი ჭავლით ჩავასხათ ოდნავ გაგრილებული ცხელი სიროფი, ვთქვიფოთ შეუჩერებლად გაცივებამდე.
ცალკე ავთქვიფოთ ცივი ნაღები მყარ პიკამდე,ფრთხილად შევურიოთ კვერცხის გულის მასა და დატეხილი ფისტა.
სილიკონის ფორმაში 1/3 ზე ჩავასხათ თხევადი ნაყინი,დავაყაროთ დაკურკული ალუბალი და შევავსოთ ისევ თხევადი ნაყინით.
ნაყინი გავყინოთ.მოვრთოთ პიტნითა და ალუბლის სოუსით.
ალუბლის სოუსი :
700 გრ.დაკურკული ალუბალი
100 გრ.შაქარი
50 გრ.კონიაკი
ალუბალს დავაყროთ შაქარი და მოვადუღოთ.ალუბლის წვენი გავაგრილოთ და
ჩავასხათ კონიაკი.