ინგრედიენტები :
1 კგ. წითელი და მწვანე ბულგარული
1 კგ.პომიდორი
2 ხახვი
2 სტაფილო
40 გრ.ოხრახურში
1 ჭიქა ზეთი
1-2 სუფრის კოვზი ძმარი
5 მარცვალი სურნელოვანი წიწაკა
25 გრ.მარილი
მომზადების წესები :
გარეცხილ ბულგარულებს თესლი გამოვაცალოთ და თუშფალანგზე დავწრიტოთ.
გახეხილი სტაფილო და წვრილად დაჭრილი ხახვი ცალ-ცალკე მოვშუშოთ ზეთში.შევურიოთ ერთმანეთს და შევაზავოთ მარილით.
პომიდორს კანი გავაცალოთ,დავაბლენდეროთ ან გავხეხოთ,ვხარშოთ 15-20 წუთი. შემდეგ პომიდვრის წვენს დავუმატოთ ძმაrი,პილპილი,მარილი ,სურვილისამებრ 40 გრ.წვრილად დაჭრილი ოხრახურში და 10 წუთი კიდევ ვადუღოთ.
ზეთი წამოვადუღოთ,გავაგრილოთ 70 გრადუსამდე და ლიტრიან ქილებში 2 სუფრის კოვზი ჩავასხათ.
ბულგარულები გამოვტენოთ გულსართით,ჩავაწყოთ ქილებში,დავასხათ ცხელი პომიდვრის წვენი და მდუღარე წყალში 60 წუთი გავუკეთოთ სტერილიზაცია.