ინგრედიენტები :
2კგ.წითელი ბულგარული
1 ლიტრა წყალი
1 ჭიქა 9% ძმარი
5 სუფრის კოვზი ზეთი
1 ჭიქა შაქარი
2 კოვზი მარილი
თითო ერთკილოიან ქილაზე :
5 შავი წიწაკის მარცვალი
1 სუფრის კოვზი მდოგვის მარცვალი
2 ტორტი ოხრახურში
2 ტოტი ნიახური
3-4 ნივრის კბილი
მომზადების წესები :
ბულგარული წიწაკა გავრეცხოთ,ყუნწები არ მოვაშოროთ და დავჩხვლიტოთ ჩანგლით.
ქვაბში ჩავასხათ წყალი,ზეთი და ძმარი, ჩავყაროთ შაქარი და მარილი,მოვადუღოთ მარინადი.
მოდუღებულ მარინადში ჩავყაროთ ბულგარული წიწაკა და მოვწალოთ ყველა მხრიდან 2-2 წუთი. ბულგარული წიწაკა ფერს შეიცვლის.
სუფთა და სტერილურ ქილებში ჩავყაროთ შავი წიწაკის და მდოგვის მარცვლები,ფენა-ფენა ჩავაწყოთ ბულგარული წიწაკები და მწვანილები,ფენებს შორის მოვაყაროთ დაჭრილი ნიორი,გავაპიპინოთ ქაფქაფა მარინადის სითხით და იქვე მოვხუფოთ.ამ წესით დამზადებულ კონსერვს არ ჭირდება სტერილიზაცია,მაგრამ ზოგიერთი დიასახლისი თავის დაზღვევის მიზნით, ქილებს დამატებით უკეთებს 5 წუთიან სტერილიზაციას .