ინგრედიენტები :
წყალი – 250 მლ
ფქვილი – 230 გრ.
ვაშლი – 1 ც.
ცოცხალი საფუარი – 10 გრ. (მშრალი – 5 გრ.)
შაქარი – 2.5 ს.კ. 1 სუფრის კოვზი ზეთი
მარილი – 1/4 ჩ.კ.
სოდა – 1/4 ჩ.კ.
მცენარეული ზეთი შესაწვავად
მომზადების წესები :
საფუარს დავასხათ 100 მლ.თბილი წყალი და გავაჩეროთ ასაფუებლად.
ფქვილი გავცრათ და შვურიოთ: შაქარი,მარილი,სოდა.
მშრალ ინგრედიენტებს დავასხათ წყალი,1 სუფრის კოვზი ზეთი,დავუმატოთ მოსული საფუარი და მოვზილოთ სქელი არაჟნის კონსისტენციის ცომი.
თასს გადავაფაროთ ტილო და გავაჩეროთ. ცომი მოცულობაში 2 ჯერ უნდა გაიზარდოს.
ვაშლი დავჭრათ კუბებად და შეწვის წინ შევურიოთ ცომს.
ოლადები შევწვათ ზეთიან ტაფაზე ორივე მხრიდან.
0