ინგრედიენტები ;
900 გრ.კომბოსტო
1 კვერცხი
150 მლ.მაწონი
1/2 ჩაის კოვზი სოდა
1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
2 სუფრის კოვზი ფქვილი
მარილი,წიწაკა გემოვნებით
მომზადების წესები :
კომბოსტო დავჭრათ წვრილად.
თასში ჩავასხათ ოთახის ტემპერატურის ( საიდუმლო ნომერი 1) მაწონი.
მაწონს შევურიოთ კვერცხი მსუბუქად ავთქვიფოთ.
სითხეში ჩავყაროთ სოდა,მოვურიოთ, გაჩნდება ბუშტუკები და როცა უკვე რეაქცია მინელებას დაიწყებს,დავუმატოთ გამაფხვიერებელი ( საიდუმლო ნომერი 2).
თხევად მასას დავუმატოთ მარილი გემოვნებით.ოლადების ცომი არ უნდა იყოს ტკბილი,რადგანაც შეწვისას გარედან დაიწვება და შიგნით იქნება უმი ( საიდუმლო ნომერი 3).
ფქვილი აუცილებლად უნდა გავცრად და უნდა იყოს უმარლესი ხარისხის( საიდუმლო ნომერი 4).
გაცრილი ფქვილი ჩავყაროთ თასში და დავასხათ თხევადი მასა, ჩავყაროთ კომბოსტო ,მოვურიოთ კოვზით ან ჩანგლით.მიქსერის ან სათქვეფის გამოყენება ამ ეტაპზე არ შეიძლება ( საიდუმლო ნომერი 5).
მოვზილოთ არაჟნის კონსისტენციის ცომი და დავასვენოთ 15 წუთი.
ცომს მოვურიოთ,კოვზით დავსვათ ბურთები გაცხელებულ ზეთიან სქელძირიან( საიდუმლო ნომერი 6) ტაფაზე ,დავახუროთ თავსახური და შევწვათ ორივე მხრიდან.
კომბოსტოს ოლადები დიდი რაოდენობის ზეთში არ უნდა შევწვათ.შეწვის მომენტში იგი იწოვს ზეთს და შიგნით რჩება უმი ( საიდუმლო ნომერი 7).
კომბოსტოს ოლადიკები მივირთვათ გემრიელიად!