ინგრედიენტები :
3 თავი ხახვი
5 სუფრის კოვზი მანანის ბურღული
2 კვერცხი
150 გრ.არაჟანი
2 სუფრის კოვზი დაჭრილი პიტნა
2 სუფრის კოვზი დაჭრილი ზეთის ხილი
ნახევარი ლიმონი
მარილი და წიწაკა გემოვნებით
კარაქი შესაწვავად
მომზადების წესები :
ხახვი გავჭრათ შუაზე,დავასხათ ცივი წყალი,რომ დაიფაროს,ჩავასხათ 1 სუფრის კოვზი ძმარი და ჩავყაროთ 1 ჩაის კოვზი მარილი,გავაჩეროთ 20 წუთი.
ხახვი გავატაროთ ხორცსაკეში,გავწუროთ,სითხე გადავღვაროთ.
გაწურულ ხახვს დავუმატოთ მანანის ბურღული,კვერცხი,მარილი,წიწაკა,მოვურიოთ და ხახვის ოლადები შევწვათ კარაქში ორივე მხრიდან.
სოუსი ხახვის მაჭკატებისათვის:
პიტნა,ზეთისხილი,ლიმონის წვენი,მარილი გემოვნებით და არაჟანი შევურიოთ.
ხახვის ოლადები მივირთვათ სოუსთან ერთად!
0