ინგრედიენტები :
150 გრ.არაჟანი
1 კვერცხი
2 სუფრის კოვზი შაქარი
200 გრ.ფქვილი
1/2 ჩაის კოვზი გავაფხვიერებელი
1/ 2 ჩაის კოვზი სოდა
1/2 ჩაის კოვზი მარილი
მომზადების წესები :
თასში ჩავასხათ ოთახის ტემპერატურის ( საიდუმლო ნომერი 1) არაჟანი.
არაჟანს შევურიოთ კვერცხი მსუბუქად ავთქვიფოთ.
სითხეში ჩავყაროთ სოდა,მოვურიოთ, გაჩნდება ბუშტუკები და როცა უკვე რეაქცია მინელებას დაიწყებს,დავუმატოთ გამაფხვიერებელი ( საიდუმლო ნომერი 2).
თხევად მასას დავუმატოთ მცირე რაოდენობის შაქარი.ოლადების ცომი არ უნდა იყოს ტკბილი,რადგანაც შეწვისას გარედან დაიწვება და შიგნით იქნება უმი ( საიდუმლო ნომერი 3).
მასას დავუმატოთ მარილი.
ფქვილი აუცილებლად უნდა გავცრად და უნდა იყოს უმაღლესი ხარისხის( საიდუმლო ნომერი 4).
გაცრილი ფქვილი ჩავყაროთ თასში და დავასხათ თხევადი მასა,მოვურიოთ კოვზით ან ჩანგლით.მიქსერის ან სათქვეფის გამოყენება ამ ეტაპზე არ შეიძლება ( საიდუმლო ნომერი 5).
მოვზილოთ არაჟნის კონსისტენციის ცომი და დავასვენოთ 15 წუთი.
ცომს არ უნდა მოვურიოთ,კოვზით დავსვათ ბურთები გაცხელებულ ზეთიან სქელძირიან ტაფაზე ,დავახუროთ თავსახური ( საიდუმლო ნომერი 6) და შევწვათ ორივე მხრიდან.
ოლადები დიდი რაოდენობის ზეთში არ უნდა შევწვათ.შეწვის მომენტში იგი იწოვს ზეთს და შიგნით რჩება უმი ( საიდუმლო ნომერი 7).
ოლადიკები მივირთვათ გემრიელიად!