ინგრედიენტები 10 ბლინისათვის :
300 გრ.ღვიძლი
2 კვერცხი
150 გრ.ფქვილი
250 მლ.წყალი
150 გრ.რძე
5 გრ.ფქვილი
20 გრ.ზეთი
250 გრ.ნაღების კარაქი
5 ტოტი კამა
140 მლ.არაჟანი
მომზადების წესები :
გარეცხილი ღვიძლი გავატაროთ ხორცსაკეპში და შემდეგ აუცილებლად დავაბლენდეროთ ხელის ბლენდერით.
ღვიძლში შევურიოთ კვერცხი,მარილი,წყალი,რძე და ფქვილი.
ტაფა კარგად გავაცხელოთ( 22სმ დიამეტრი). ცომს ამოვურიოთ.ტაფაზე ჯერ დავასხათ ცოტაოდენი მცენარეული ზეთი, შემდეგ კი ცენტრში ბლინების ცომი. ტაფა სხვადასხვა მიმართულებით დავხაროთ და ცომი თანაბრად გავანაწილოთ
ტაფის მთელ ზედაპირზე. ბლინები გამოვაცხოთ ორივე მხრიდან.
გულსართი;
ყველი ბრინზა, წვრილად დაჭრილი კამა და არაჟანი ბლენდერით შევურიოთ.
ბლინს წავუსვათ გულსართი ,გადავახვიოთ და დავჭრათ.
0