ინგრედიენტები :
75 გრ.შავი შოკოლადი
500 მლ.რძე
3 კვერცხი
1,5 ჭიქა ფქვილი
1 ს.კოვზი რომი
2 ს.კოვზი ნაღების კარაქი
1 ს.კოვზი კაკაო
2-3 ს.კოვზი შაქრის პუდრა
მარილი
ზეთი შესაწვავად
შოკოლადი გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე და შევურიოთ ნახევარი რძე,გაზზე გამდნარი კარაქი
დარჩენილ რძეში ავთქვიფოთ კაკაო,ფქვილი,შაქრის პუდრა ,მარილი.
კრემი მუსლინი:
500 მლ.რძე
2 კვერცხის გული
6 ს.კოვზი შაქარი
2 ს.კოვზი( სავსე) სიმინდის სახამებელი
10 გრ.შაქრიანი ვანილი ,მწიკვი მარილი
60 გრ.ნაღების კარაქი
ავადუღოთ რძე.
კვერცხის გული,შაქარი,ვანილი,მარილი შევურიოთ ერთმანეთს,დავუმატოთ ფქვილი,სახამებელი და რამდენიმე კოვზი რძე.
ნარევს დავუმატოთ 3-4 ს.კოვზი მდუღარე რძე,მოვურიოთ( კვერცხი, რომ არ ამობრუნდეს) და ჩავასხათ რძეში.
კრემი ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე გასქელებამდე.არ დაგვავიწყდეს ,უნდა ვურიოთ სწრაფად და შეუჩერებლად.
მოხარშული კრემი ცეცხლიდან გადმოვდგათ და ცხელშივე ჩავაგდოთ 60 გრ.ნაღების კარაქი.
კრემს გადავაფაროთ მჭიდროდ თავზე კულინარიული პარკი და კარგად გავაციოთ.
ავთქვიფოთ კარაქი გათეთრებამდე და კრემი თითო თითო კოვზით შევათქვიფოთ.
ან
ცალკე ავთქვიფოთ ნაღები და შევურიოთ ულუფობით კრემ პატისიერს.
რჩევა: კრემში არ გამოვიყენოთ კარტოფილის სახამებელი.თუ არ გვაქვს სიმინდის სახამებელი,მაშინ იგი შევცვალოთ პურის ფქვილით.
ალუბლის გულსართი:
400 გრ.ალუბალი
2 ს.კოვზი შაქარი ან გემოვნებით
ალუბალი გავრეცხოთ ,დავაწყოთ საწურზე,რომ დაიწურის,დავკურკოთ ,დავაყაროთ შაქარი და დავაბლენდეროთ.
ალუბლის პიურე წამოვადუღოთ,გავატაროთ საცერში და გავაგრილოთ.
ალუბლის გულსართში ჩავასხათ წინასწარ დამბალი და აფუებული ჟელატინი წვეთობით და თან სწრაფად ვურიოთ.
ბლინის ფირფიტები დავაწყოთ ფენა-ფენა.ფენებს შორის წავუსვათ კრემი.ყოველი მესამე ფენის შემდეგ წავუსვათ
ალუბლის გულსართი,გვერდებზე და ზემოდან წავუსვათ კრემი და გავაფორმოთ სურვილისამებრ.