ინგრედიენტები ცომისათვის :
2-3 ჭიქა ფქვილი( დამოკიდებულის ფქვილის ხარისხზე)
1/2 ჭიქა რძე
1/3 ჭიქა წყალი
1 კვერცხი
1 ს.კოვზი ზეთი
1 ჩ.კოვზი მარილი
ინგრედიენტები გულსართისათვის:
250 გრ.ალუბალი
150 გრ.ხაჭო
3 ს.კოვზი შაქარი
1 კვერცხის გული
არაჟანი
ან
2 ჭიქა გამოკურკული და წინასწარ დაშაქრული ალუბალი
ფქვილი გავცრათ,გავუკეთოთ ჩაღრმავება და ორმოში ჩავყაროთ მარილი,ჩავდოთ კვერცხი ,
ჩავასხათ წყალი,რძე და თასში მოვზილოთ ცომი.
ცომი გადმოვიტანოთ ფქვილმოყრილ სამუშაო მაგიდზე და შევაზილოთ ზეთი.
გულსართის მოსამზადებლად ალუბალი დავკურკოთ .
ხაჭო,ალუბალი,კვერცხის გული,შაქარი ერთმანეთში შევურიოთ.და შევახვიოთ ვარენიკები.
ცომი გავაბრტყელოთ 1 სმ-ის სისქეზე, ამოვჭრათ პატარა დიამეტრის ჭიქით რგოლები. ამოჭრილი ნაწილები ამოვსვაროთ ფქვილში, რომ ერთმანეთს არ მიეწებოს. თითოეული გავაბრტყელოთ,ჩავუდოთ გულსართი და მოვახვიოთ.
ვარენიკები ჩავყაროთ ოდნავ მარილიან მდუღარე წყალში და ვხარშოთ 5-7 წუთი.