ინგრედიენტები :
350 გრ.ხაჭო
100 მლ.რძე
100 მლ.20% არაჟანი
100 გრ.შაქარი
15 გრ.ჟელატინი
ნებისმიერი ხილი ( მარწყვი,ჟოლო,ატამი,ანანასი,კივი,ბანანი,მანდარინი და ასე შემდეგ
მომზადების წესები :
ჟელატინს დავასხათ 50 მლ. თბილი რძე და დაველოდოთ აფუებას.
ხაჭო დავაბლენდეროთ და შემდეგ შევურიოთ შაქარი და არაჟანი. მიღებული მასა კიდევ დავაბლენდეროთ.
ქვაბში ჩავასხათ რძე, მივიყვანოთ ადუღებამდე და წვრილი ჭავლით დავასხათ ჟელატინს, მოვურიოთ.
ხილი დავჭრათ წვრილად.
ხაჭოს მასაში ჩავასხათ ჟელატინი,ჩავყაროთ ხილი და მოვურიოთ.
ბლომანჟე გადავიტანოთ ფორმებში და 3-4 საათი შევდოთ მაცივარში.
ეს დესერტი ძალიან გემრიელია!
0