ინგრედიენტები :
500 მლ.არაჟანი
100 გრ.შაქარი
20 გრ.ჟელატინი
50 მლ.წყალი
50 გრ.შოკოლადი
მომზადების წესები :
ჟელატინს დავასხათ წყალი და დაველოდოთ აფუებას.
არაჟანში ჩავყაროთ შაქარი და გავთქვიფოთ.
ჟელატინი გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე,არ ავადუღოთ და ჩავუშვათ არაჟანში. მასა სწრაფად ავთქვიფოთ,რომ ჟელატინი კარგად გაიხსნას და გახდეს ერთგვაროვანი.
შოკოლადი გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე და ისიც დავუმატოთ არაჟნიან მასას,გავთქვიფოთ და გადავიტანოთ ფორმებში.
ბლომანჟე ჩავასხათ ფორმებში ან ჭიქებში და შევდოთ მაცივარში 1,5 საათი.თუ ბლომანჟეს დიდი ზომის ფორმაში ჩავასხათ,მაცივარში გავაჩეროთ 3-4 საათი.
ბლომანჟიანი ფორმა 3-4 წამით ჩავუშვათ ცხელ წყალში და სწრაფად მოვსხნათ.
1+