ინგრედიენტები :
75 გრ.შავი შოკოლადი
500 მლ.რძე
3 კვერცხი
1,5 ჭიქა ფქვილი
1 ს.კოვზი რომი
2 ს.კოვზი ნაღების კარაქი
1 ს.კოვზი კაკაო
2-3 ს.კოვზი შაქრის პუდრა
მარილი
ზეთი შესაწვავად
მომზადების წესები :
შოკოლადი გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე და შევურიოთ ნახევარი რძე,გაზზე გამდნარი კარაქი.
დარჩენილ რძეში ავთქვიფოთ კაკაო,ფქვილი,შაქრის პუდრა ,მარილი.
კვერცხი ავთქვიფოთ მიქსერით და შევურიოთ ცომს.
ბლინის ცომს დავუმატოთ შოკოლადის მასა და რომი.
ტაფა კარგად გავაცხელოდ,ცომს ამოვურიოთ. ტაფაზე ჯერ დავასხათ ცოტაოდენი მცენარეული ზეთი, შემდეგ კი ცენტრში ბლინების ცომი. ტაფა სხვადასხვა მიმართულებით დავხაროთ და ცომი თანაბრად გავანაწილოთ ტაფის მთელ ზედაპირზე. ბლინები შევწვათ ორივე მხრიდან.
გულსართი:
300 გრ.დაკურკული და წინასწარ დაშაქრული ალუბალი
100 გრ.ხაჭო (9%)
50 გრ.შაქრის პუდრა
1 ჩ.კოვზი ვანილიანი შაქარი
ხაჭო დავაბლენდეროთ შევურიოთ შაქრის პუდრა ,ვანილი შაქრით.
ბლინს წავუსვათ ხაჭოს კრემი,დავაწყოთ ალუბალი და გადავახვიოთ.
ბლინი შეგვიძლია სამკუთხედად დავკეცოთ.