ინგრედიენტები :
500 კგ. ფქვილი
5 გრ . საფუარი
250 მლ.წყალი
30 მლ.ზეთი
მარილი
გულსართი ;
1000 გრ.ისპანახი
20 გრ.მწვანე ხახვი
20 გრ.ქინძი
100 მლ.ზეთი
დაღერღილი წიწაკა და მარილი გემოვნებით
მომზადების წესები :
ფქვილი და საფუარი შევურიოთ ,დავასხათ თბილი წყალი და მოვზილოთ. ზელვის პროცესში შევურიოთ მარილი.
ცომს შევაზილოთ ზეთი და დავდოთ ასაფუებლად თბილ ადგილას.
აფუებული ცომი ზეთიანი ხელებით 2-ჯერ გადავზილოთ 15 – 20 წუთის შუალედით.
გულსართის მომზადების წესები :
კარგად გარეცხილი ისპანახის მხოლოდ ფოთლები დავჭრათ.
ტაფა გავახუროთ და ისპანახის ფოთლები ზეთში მოვშუშოთ.თავიდანვე დავუმატოთ წინასწარ დაჭრილი მწვანილი და მწვანე ხახვი,ბოლოს კი მარილი და დაღერღილი წიწაკა.თუ მარხვაზე არ ვართ,მზა მასას შევურიოთ გახეხილი ყველი.
ცომი დავყოთ 300 გრამიან გუნდებად,გავაბრტყელოთ ,შუაგულში მოვათავსოთ გულსართი , გვერდები მოვუკრათ და ხაჭაპურივით გავაბრტყელოთ .
გამოვაცხოთ ღუმელში 220-250 გრaდუსზე 7-10 წუთი.