ჩაშუშული ლორით მარტივად მოსამზადებელი საოჯახო კერძია. ეს გლეხური, სახელდახელო კერძი ლორის და ბოსტნეულის საუცხო შეთავსებაა.
ინგრედიენტები :
250 გრ.ლორი
2 კბილი ნიორი
2 დიდი ზომის სტაფილო
2 ხახვი
1/4 ჩ კოვზი ხმელი ქინძი
150 გრ.პამიდორი
150 მლ.წყალი
ოხრახურში
დაფქული ცხარე წიწაკა გემოვნებით
მარილი გემოვნებით
მომზადების წესები :
გახურებულ ღრმა ტაფაში ლორის ნაჭრები ორივე მხრიდან შევწვათ დაბალ ცეცხლზე თავისივე ცხიმში.
შემწვარ ლორს დავუმატოთ გახეხილი სტაფილო და გავაგრძელოთ ერთად მოშუშვა.
შემდეგ დავუმატოთ ხახვი ,ტაფას თავსახური დავახუროთ და ისიც მოვშუშოთ ლორთან და სტაფილოსთან ერთად დაბალ ცეცხლზე, ვურიოთ ხშირად.
მოშუშულ პროდუქტებს დავუმატოთ კანგაცლილი,კუბებად დაჭრილი პომიდორი,დავასხათ მდუღარე წყალი, ჩავყაროთ დაჭყლეტილი ნიორი,ხმელი ქინძი ,წიწაკა,მარილი და ვადუღოთ ლორის მოხარშვამდე.
მზა კერძს მოვაყაროთ მწვანილი.