ინგრედიენტები :
2 კგ.მსხალი
2 კგ.წითელი ტყემალი ( ტკბილი)
2-2,5 კგ.შაქარი.
მომზადების წესები :
ხილი გავრეცხოთ. მსხალი დავჭრათ.
მსხალი და ტყემალი ჩავყაროთ ქვაბში,დავასხათ წყალი, ისე რომ დაიფაროს და მოვხარშოთ. დარბილებული ხილი გავატაროთ საცერში .
სითხე არ გადავღვაროთ, გამოვიყენოთ წვენის მოსამზადებლად.
მოხარშული რბილობი დავაბლენდეროთ.
ჩენჩო და კურკები გადავყაროთ.
მსხლისა და ტყემლის მასას შევურიოთ შაქარი შემოვდგათ დაბალ ცეცხლზე და ვადუღოთ 30-40 წუთი.
მსხლის და ტყემლის ჯემი ჩავასხათ გასტერილებულ ქილებში და მოვხუფოთ.
1+