ინგრედიენტები :
3 კვერცხი
250 გრ.ფქვილი
400 მლ.რძე
1 ჩ.კოვზი მარილი
1 ს.კოვზი შაქარი
3 ს.კოვზი ზეთი
მწვანე:
50 გრ.ისპანახი
წითელი:
50 გრ.ჭარხალი
ყვითელი:
1 ჩ.კოვზი კურკუმა
მომზადების წესები ;
კვერცხი მარილი და შაქარი ავთქვიფოთ ,დავუმატოთ ფქვილი და რძე.ავთქვიფოთ ისე,რომ მივიღოთ თხელი ერთგვაროვანი ცომი.
მწვანე საღებავი:
ისპანახი ჩავყაროთ ბლენდერში,დავასხათ 5-6 ს.კოვზი წყალი და დავაბლენდროთ,გავწუროთ მარლაში .
მივიღებთ ისპანახის წვენს.რეცეპტში საჭიროა 100 მლ. წვენი თუ წვენი ცოტა გამოვა,დავუმატოთ წყალი.
წითელი საღებავი:
ჭარხალი გავხეხოთ წვრილ სახეხზე და გავწუროთ მარლაში.მივიღებთ 50 მლ.წვენს და 100 მილილიტრამდე შევავსოთ წყლით.
ყვითელი საღებავი:
კურკუმას დავასხათ 100 მლ.წყალი.
ცომი გავყოთ 3 ნაწილად.თითოეულს შევურიოთ 1 ს კოვზი ზეთი და 100 მლ.საღებავი.
ტაფა კარგად გავაცხელოდ,ცომს ამოვურიოთ.ტაფაზე ჯერ დავასხათ ცოტაოდენი მცენარეული ზეთი, შემდეგ კი ცენტრში ბლინების ცომი. ტაფა სხვადასხვა მიმართულებით დავხაროთ და ცომი თანაბრად გავანაწილოთ ტაფის მთელ ზედაპირზე.
ბლინები გამოვაცხოთ ორივე მხრიდან.