ინგრედიენტები ;
ფენოვანი ცომი – 400 გრ
მწიფე წითელი ტყემალი ან ალუჩა – 300 გრ
შაქარი – 5 სუფრის კოვზი
სახამებელი – 1 სუფრის კოვზი
შაქარი დეკორაციისთვის
მომზადების წესები :
მწიფე ტყემლებს კურკა გამოვაცალოთ, დავაყაროთ შაქარი და შემოვდგათ ცეცხლზე.როდესაც ცოტა წვენს გამოიღებს, დავდგათ ნელ ცეცხლზე და 2-3 წუთის განმავლობაში მოვხარშოთ. შემდეგ დავამატოთ სახამებელი, კარგად ავურიოთ.პიურე ,როგორც კი წამოდუღდება,შესქელდება და სახამებლის გემოს დაკარგავს ,გადმოვდგათ.
ფენოვანი ცომი დავჭრათ ოთხკუთხედებად.ერთ ნახევარზე დავდოთ ალუჩის ან ტყემლის გულსართი,გადმოვაფაროთ მეორე ნახევარი და კიდეები ჩანგლით მივაწებოთ ერთმანეთს.
ღვეზელებს ფუნჯით წავუსვათ გათქვეფილი კვერცხი და 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ 25 წუთი.
დესერტს მოვაყაროთ შაქრის პუდრა. გემრიელად მიირთვით!