ინგრედიენტები თეთრი ბისკვიტისათვის:
6 კვერცხი
135 გრ.ფქვილი
45 გრ.სიმინდის სახამებელი
180 გრ.შაქარი
45 გრ.კარაქი
30 გრ.შაქრიანი ვანილი
თუ კარგი ღუმელი გაქვთ,გამაფხვიერებელი ( 1 ჩ.კოვზი) არ უნდა
მომზადების წესები :
კარაქი გავადნოთ და გავაციოთ.
ერთმანეთში შევურიოთ ფქვილი და სახამებელი .
კვერცხის ცილისაგან მოვამზადოთ ბეზე(6 კვერცხის ცილა და 90 გრ. შაქარი).
კვერცხის გულებისა და 90 გრ.შაქრისაგან გოგლი- მოგლი მოვამზადოთ .
ხის კოვზით ჯერ კვერცხის გულები და ბეზე ულუფობით შევურიოთ ერთმანეთს,შემდეგ კი დავუმატოთ ფქვილი სახამებელთან ერთად.
შემდეგ ნაპირებთან მოვასხათ გამდნარი,გაციებული კარაქი.ფრთხილად გადავურიოთ,გადავიტანოთ ფორმაში და წინასწარ გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ 30 წუთი.
ინგრედიენტები კაკაოს ბისკვიტისათვის :
6 კვერცხი
40 გრ.კარაქი
150 გრ.შაქარი
90 გრ.ფქვილი
30 გრ.სახამებელი
25 გრ.კაკაო
თუ კარგი ღუმელი გაქვთ,გამაფხვიერებელი ( 1 ჩ.კოვზი) არ უნდა
ამ ბისკვიტით კეთდება ტორტი პრაღა.წაიკითხეთ რეცეპტი.
მომზადების წესები :
კარაქი გავადნოთ და გავაციოთ.
ერთმანეთში შევურიოთ ფქვილი და კაკაო .
კვერცხის ცილისაგან მოვამზადოთ ბეზე(6 კვერცხის ცილა და 75 გრ. შაქარი).
კვერცხის გულებისა და 75 გრ.შაქრისაგან გოგლი- მოგლი მოვამზადოთ .
ხის კოვზით ჯერ კვერცხის გულები და ბეზე ულუფობით შევურიოთ ერთმანეთს,შემდეგ კი დავუმატოთ ფქვილი კაკაოსთან ერთად.
შემდეგ ნაპირებთან მოვასხათ გამდნარი,გაციებული კარაქი.ფრთხილად გადავურიოთ,გადავიტანოთ ფორმაში და წინასწარ გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ 30 წუთი.