247480-ed4_wide
5/5

მარწყვის ტორტი ლიმონის კრემით

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

ინგრედიენტები  თეთრი ბისკვიტისათვის:

6 კვერცხი

135 გრ.ფქვილი

45 გრ.სიმინდის სახამებელი

180 გრ.შაქარი

45 გრ.კარაქი

30 გრ.შაქრიანი ვანილი

თუ კარგი ღუმელი გაქვთ,გამაფხვიერებელი ( 1 ჩ.კოვზი) არ უნდა

მომზადების წესები :

კარაქი გავადნოთ და გავაციოთ.

ერთმანეთში შევურიოთ ფქვილი და  სახამებელი .

კვერცხის ცილისაგან მოვამზადოთ ბეზე(6 კვერცხის ცილა და 90 გრ. შაქარი).

კვერცხის გულებისა და 90 გრ.შაქრისაგან გოგლი- მოგლი  მოვამზადოთ .

ხის კოვზით ჯერ კვერცხის გულები და ბეზე ულუფობით შევურიოთ ერთმანეთს,შემდეგ კი დავუმატოთ  ფქვილი სახამებელთან ერთად.

შემდეგ ნაპირებთან მოვასხათ გამდნარი, გაციებული კარაქი.ფრთხილად გადავურიოთ,გადავიტანოთ ფორმაში და წინასწარ გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ 30 წუთი.

ინგრედიენტები კაკაოს ბისკვიტისათვის :

6 კვერცხი

40 გრ.კარაქი

150 გრ.შაქარი

90 გრ.ფქვილი

30 გრ.სახამებელი

25 გრ.კაკაო

თუ კარგი ღუმელი გაქვთ,გამაფხვიერებელი ( 1 ჩ.კოვზი) არ უნდა

მომზადების წესები :

კარაქი გავადნოთ და გავაციოთ.

ერთმანეთში შევურიოთ ფქვილი და კაკაო .

კვერცხის ცილისაგან მოვამზადოთ ბეზე(6 კვერცხის ცილა და 75 გრ. შაქარი).

კვერცხის გულებისა და 75 გრ.შაქრისაგან გოგლი- მოგლი  მოვამზადოთ .

ხის კოვზით ჯერ კვერცხის გულები და ბეზე ულუფობით შევურიოთ ერთმანეთს,შემდეგ კი დავუმატოთ  ფქვილი კაკაოსთან ერთად.

შემდეგ ნაპირებთან მოვასხათ გამდნარი,გაციებული კარაქი.ფრთხილად გადავურიოთ,გადავიტანოთ ფორმაში და წინასწარ გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ 30 წუთი.

ინგრედიენტები მარწყვის კრემისათვის :

250 მლ.იოგურტი

1 ჭიქა მარწყვი

500 მლ. 35% ნაღები

10 გრ.ჟელატინი

შაქარი გემოვნებით

მომზადების წესები :

ჟელატინი დავალბოთ.

ცივი ნაღები ავთქვიფოთ და შევინახოთ ცოტა ხნით მაცივარში.

მარწყვი დავჭყლიტოთ, შევურიოთ შაქარი და იოგურტი. მასას დავუმატოთ ორთქლის აბაზანაზე გამდნარი აფუებული ჟელატინი, მოვურიოთ და ულუფებით შევურიოთ ათქვეფილი ნაღები.

ინგრედიენტები ლიმონის კრემისათვის :

250 მლ.35% ნაღები

250 გრ.იოგურტი

7 გრ.ჟელატინი

1 ჩ.კოვზი ლიმონის წვენი

1  ჩ.კოვზი ლაიმას ცედრა

შაქარი გემოვნებით

მომზადების წესები :

ჟელატინი დავალბოთ.

ცივი ნაღები ავთქვიფოთ და შევინახოთ ცოტა ხნით მაცივარში.

იოგურტს შევურიოთ შაქარი, ლიმონის წვენი და ლაიმას ცედრა. მასას დავუმატოთ ორთქლის აბაზანაზე გამდნარი აფუებული ჟელატინი, მოვურიოთ და ულუფებით შევურიოთ ათქვეფილი ნაღები.

ავაწყოთ ტორტი 

მარწყვის და ლიმონის კრემი გავყოთ 2 ნაწილად.

ასევე ორ ნაწილად გავყოთ როგორც თეთრი, ისევე შავი ბისკვიტი.

ავაწყოთ ტორტი შემდეგი თანმიმდევრობით: თეთრი ბისკვიტი  – მარწყვის კრემი -შავი ბისკვიტი -ლიმონის კრემი – შავი ბისკვიტი  -მარწყვის კრემი – თეთრი ბისკვიტი ლიმონის კრემი.

ტორტი გავასწოროთ და გვერდები გავათანაბროდ ხაჭოს კრემით.

ინგრედიენტები :

340 გრ.ხაჭოს ყველი

100 გრ.პუდრა

110 გრ.ნაღების კარაქი

მომზადების წესები :

ყველა ინგრედიენტი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის.ხაჭოს კრემ – ყველი ავთქვიფოთ, შევათქვიფოთ კარაქი და შაქრის პუდრა.

გვერდები გავასწოროთ ამ კრემით და ტორტი მოვრთოთ შოკოლადით, მარწყვებით ,ბეზეს ორცხობილებით.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

0

Leave a Reply

Your email address will not be published.

Share on facebook
Facebook
Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

ბუშე -ფრანგული დესერტი

ინგრედიენტები ცომისათვის: 10 კვერცხის ცილა 7 კვერცხის გული 6 სუფრის კოვზი შაქარი 1 ჭიქა ფქვილი მომზადების წესები : ღუმელი ჩავრთოთ და გავახუროთ 220 გრადუსზე. კვერცხის

კუჭმაჭი

ინგრედიენტები: 1კგ.საქონლის გულ-ღვიძლი,ფილტვი,ფაშვი 6-8 თავი ქართული წითელი ხახვი ცოცხალი ქინძი ბროწეულის მარცვლები მოსართავად ზეთი ან კარაქი სანელებლები: დაღერღილი წიწაკა გემოვნებით 1 ჩ.კოვზი ქონდარი 2 ჩ.კოვზი

ჩანახი -კლასიკური რეცეპტი

ინგრედიენტები : 1 კგ.ცხვრის ხორცი 0,2 კგ.დუმა 1 კგ.ბადრიჯანი 0,8 კგ.კარტოფილი 1 კგ.პამიდორი 0,2  (4-5 თავი )კგ.ხახვი 1 თავი ნიორი რეჰანი, ქინძი, ოხრახურში 3-3 ღერი

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია

ვულოცავთ გამარჯვებულებს!

1 ადგილი

კულიჩი – ესეც ჩემი ულამაზესი პასკუნიები

2 ადგილი

კულიჩი – ქვემო იმერელი ბებიების რეცეპტი

3 ადგილი

                    ქოქოსის ბისკვიტი – ტორტი რაფაელო

Add Your Heading Text Here

Add Your Heading Text Here