ინგრედიენტები 12 ცალი ქაფქეიქისათვის ;
70 გრ.ოთახის ტემპერატურის ნაღების კარაქი
90გრ.შაქარი
მწიკვი მარილი
2 კვერცხი
130 გრ.ფქვილი
1 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი
50 მლ.რძე
60გრ.კარამელი
მომზადების წესები :
კარაქი ავთქვიფოთ შაქართან და მარილთან ერთად მაღალ სიჩქარეზე მიქსერით,ცალობით შევათქვიფოთ კვერცხი და ვთქვიფოთ 2-3 წუთი.
მასას შევურიოთ ფქვილის ნახევარი გამაფხვიერებელთან ერთად,რძე, შემდეგ დარჩენილი ფქვილი და კარამელი.
ფორმებში ჩავაფინოთ ქაღალდები,1/3 ავავსოთ ცომით და გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში დაახლოებით 18-20 წუთი.
კარამელის კრემი :
300 გრ.ნაღების ყველი მასკარპონე
2 ს.კოვზი კარამელი
მასკარპონე ავთქვიფოთ მიქსერით და შევურიოთ კარამელი.
კარამელის კრემის სხვა ვერსიები .
ქაფქეიქს გამოვუღოთ გული,ჩავასხათ კარამელი და ზემოდან მოვრთოთ კრემით,მოვასხათ კარამელი.