ინგრედიენტები :
1 ლიტრი წყალი
200 გრ.მარწყვი
50 გრ.შაქარი
30 გ.სიმინდის სახამებელი
მომზადების წესები :
მარწყვს დავაყაროთ საქარი,950 მლ.წყალი დავასხათ და მივიყვანოთ ადუღებამდე და ვადუღოთ 2 წუთი.
მარწყვის ნახარში გადავწუროთ.
სახამებელი გავხსნათ 50 მლ. წყალში,ჩავასხათ ნახარშში ,მოვურიოთ და მივიყვანოთ ადუღებამდე.როგორც კი შესქელდება გადმოვდგათ ცეცხლიდან და გავაგრილოთ.თუ კისელი თხელი გამოგვივიდა,იგივე წესით ჩავამატოთ 1 ჩ.კოვზი სახამებელი და კვლავ მივიყვანოთ ადუღებამდე.
ეს უალკოჰოლო სასმელი ძალიან გემრიელია !
0