ნაყინი პლომბირი საბჭოთა რეცეპტი- მომზადების პირველი ვერსია
ინგრედიენტები :
400 გრ.მაღალპროცენტიანი ნაღები
200 გრ.შედედებული რძე
მწიკვი ვანილი.
მომზადების წესები :
ცივ ნაღებს დავუმატოთ ვანილი და ავთქვიფოთ მყარ პიკამდე.
ნაღების ჰაეროვან კრემს დაბალ სიჩქარეზე მიქსერით შევათქვიფოთ შედედებული რძე.მიღებული ნაყინის მასა გადავიტანოთ კონტეინერში, დავახუროთ თავზე და მოვათავსოთ საყინულეში,ყოველ 3 საათში ერთხელ კარგად ავურიოთ და 9 საათში ჩვენი მომზადებული ნაყინი მზად არის.
ინგრედიენტები, მეორე ვარიაცია:
200 გრ.ნაღები
200 გრ.შედედებული რძე
200 გრ.მარწყვი,ჟოლო,მოცხარი,მაყვალი
მომზადების წესები :
მარწყვი დავაბლენდეროთ და გავატაროთ საცერში.
ცივ ნაღებს დავუმატოთ ვანილი და ავთქვიფოთ მყარ პიკამდე.
ნაღების ჰაეროვან კრემს დაბალ სიჩქარეზე მიქსერით შევათქვიფოთ შედედებული რძე და ნიჩბით შევურიოთ მარწყვის ან სხვა კენკროვანის პიურე.
ნაყინი გადავიტანოთ კონტეინერში და გავყინოთ.
ნაყინი პლომბირი რძით. მესამე ვარიაცია
ინგრედიენტები :
4 კვერცხის გული
90 გრ.შაქარს პუდრა
250 მლ.რძე (6%)
350 მლ.33% ნაღები
ვანილი
მომზადების წესები :
ჭურჭელში რძე ჩავასხათ, ვანილი დავუმატოთ,სითხე ავადუღოთ ,ცეცხლი გამოვრთოთ და გაციებას დაველოდოთ.
კვერცხის გულებისა და შაქრის პუდრისაგან გავაკეთოთ გოგლიმოგლი.
გოგლიმოგლი ჩავასხათ მოდურებულ რძეში,ცეცხლზე შემოვდგათ და ვურიოთ გასქელებამდე, არავითარ შემთხვევაში არ ავადუღოთ და ეს მასა გასაციებლად მაცივარში შევდოთ.
ძალიან კარგად გაციებული ნაღები ამოვიყვანოთ ,შევურიოთ მოდუღებული მასა და გადავიტანოთ ახალ ჭურჭელში,მოვათავსოთ საყინულეში,ყოველ 3 საათში ერთხელ კარგად ავურიოთ და 9 საათში ჩვენი მომზადებული ნაყინი მზად არის.