ინგრედიენტები :
6 კვერცხი
6 ს.კოვზი შაქარი
6 ს.კოვზი ფქვილი
1 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი( თუ კარგი ღუმელი გაქვთ,გამაფხვიერებელი არ უნდა)
3-4 წვეთი წითელი საღებავი
შაქრიანი ვანილი
მწიკვი მარილი
მომზადების წესები :
ღუმელი ჩავრთოთ და გავახუროთ 220 გრადუსზე.
კვერცხის გულები და ცილა გავაცალკავოთ.
კვერცხის ცილაში ჩავყაროთ მწიკვი მარილი და 3 ს.კოვზ შაქრთან ერთად მოვამზადოთ ბეზე.ვთქვიფოთ მიქსერით.
ცალკე ავთქვიფოთ კვერცხის გულები გათეთრებამდე 3ს. კოვზ შაქართან ერთად.
გოგლიმოგლში ხის კოვზით ან ნიჩბით შევურიოთ ბეზე.ამ ეტაპზე ჩავაწვეთოთ წითელი საღებავი და ავთქვიფოთ.
ფქვილს შევურიოთ შაქრიანი ვანილი.
ფქვილი ხის კოვზით ან კულინარიული ნიჩაბით ნაზად შევურიოთ კვერცხიან მასას ულუფობით, ქვემოდან ზემოთ მიმართულებით.დიდხანს არ ამოვურიოთ,რომ ცომიდან არ გამოვდენოთ ჰაერის ბუშტუკები.
ჩავასხათ ბისკვიტის მასა ქაღალდჩაფენილ (წავუსვათ ზეთი) ფორმაში და გამოვაცხოთ 30-35 წუთი.
გამოცხობის შემდეგ ღუმელი გამოვრთოთ, კარი არ გამოვაღოთ და ბისკვიტი იქვე გავაგრილოთ .
ბისკვიტას თავი ავათალოთ და გავათანაბროდ. ტორტის ზედმეტი ნაწილები ღუმელში გამოვაშრთ და დავაბლენდეროთ .ბისკვიტის ვარდისფერი ნამცეცები გამოგვადგება ტორტზე ირგვლივ მოსაყრელად .
ჩვენ ტორტის გასაფორმებლად გამოვიყენეთ მარწყვი და დავნამეთ მარწყვის წვენით.
ბისკვიტი გავყოთ 3 ნაწილად.დავნამოთ,ფენებს შორის და გვერდებზე წავუსვათ ჩვენთვის სასურველი კრემი.ჩვენ ტორტის გასაფორმებლად გამოვიყენეთ მასკარპონეს კრემი . წაიკითხეთ რეცეპტი. ვარდისფერი ბისკვიტის ტორტი მოვრთოთ სურვილისამებრ.
წაიკითხეთ კრემ ჩიზის ( მასკარპონეს) რეცეპტი.