ინგრედიენტები :
250 გრ.ფქვილი
200 მლ.რძე
1 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი,თუ კარგი ღუმელი არ გვაქვს
2 ს.კოვზი ნუშის ფქვილი
2 ს.კოვზი ზეითუნის ზეთი
3 ს.კოვზი შაქარი
ნახევარი ლიმონის ცედრა
გულსართი:
6 ანანასის რგოლი
200 გრ.ყველი მასკარპონე ან ხაჭო
100 გრ.შაქრის პუდრა
100 გრ.ნიგოზი
მომზადების წესები :
ფქვილს შევურიოთ შაქარი,ცედრა,ნუშის ფქვილი,დავასხათ ზეთი,რძე და მოვზილოთ ელასტიური,ერთგვაროვანი ცომი.ცომი შევახვიოთ პლასტირში და შევდოთ მაცივარში ნახევარი საათი.
ღუმელის ტაფაზე გავაბრტყელოთ ცომი ძალიან თხლად და 190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ 12 წუთი.პიცა ოდნავ გავაგრილოთ.
ნიგოზი მოვხალოთ და დავჭრათ.
ყველ მასკარპონეს შევურიოთ ჯერ შაქრის პუდრა ,შემდეგ მოხალული ნიგოზი.
გულსართი თანაბრად გადავანაწილოთ პიცაზე და ღუმელში 8 წუთით შევაბრუნოთ.
ანანასის პიცა სუფრასთან მივიტანოთ თბილი.