ასორტიმენტიანი კენკრით სავსე გემრიელი პიცა ბავშვებს განსაკუთრებულ სიამოვნებას მოუტანს და, უდავოდ, დაიპყრობს მოზრდილებსაც.
ინგრედიენტები :
150 გრ.პიცის ცომი ( წაიკითხეთ რეცეპტი)
100 გრ.ყველი მასკარპონე
25 გრ.მარწყვი
25 გრ.მაყვალი
25 გრ.მოცხარი
25 გრ.ჟოლო
მომზადების წესები :
პიცის ცომი ჯერ ხელთ და შემდეგ საბრტყელებლით გავაბრტყელოთ ძალიან თხლად.
ცომის ცენტრში მოვათავსოთ ყველი მასკარპონე.
როგორ მოვამზადოთ მასკარპონე სახლის პორობებში.წაიკითხეთ რეცეპტი
ვაცხობთ ცომს 10-15 წუთი 300-320 გრადუსზე.
ყველი კოვზის საშუალებით თანაბრად გადავანაწილოთ მთელ ზედაპირზე.
წრიულად მოვასხათ შოკოლადის კრემი.
დავჭრათ მარწყვი და პიცაზე დავალაგოთ სხვა კენკროვნებთან ერთად.
გავაფორმოთ პიტნის ფოთლებით და მოვაყაროთ შაქრის პუდრა
რჩევა : მასკარპონეს ნაცვლად შეგვიძლია ნებისმიერი კრემ-ყველი ან გამოვიყენოთ ხაჭო შედედებული რძესთან ერთად.