ინგრედიენტები :
1 კგ.მარწყვი
800 გრ.შაქარი
1 ლიტრა წყალი
1 ლიტრიანი ქილები
ლიმონმჟავა
მომზადების წესები :
სუფთა,სტერილურ ქილებში 300 -300 გრამი მარწყვი ჩავყაროთ.
მოვადუღოთ სიროფი ,ჩავასხათ ქილებში და ავავსოთ ბოლომდე,გავაპიპინოთ.
ქილებს თავზე დავახუროთ თავსახური და გავაჩეროთ გაგრილებამდე.
ქვაბში ჩავასხათ თბილი წყალი,ჩავალაგოთ ქილები. ამ ეტაპზე თითო ქილაში ჩაის კოვზის წვერით ჩავყაროთ ლიმონმჟავა ( 1 გრ.).წყალი ავადუღოთ და ქილებს 10 წუთი გავუკეთოთ სტერილიზაცია.2 ლიტრიან ქილით კომპოტს ვუკეთებთ 15 წუთი სტერილიზაციას და 3 ლიტრიან ქილებით კი 20 წუთი.
ქილა მოვხუფოთ და გადმოვაბრუნოთ ,ისე გავაგრილოთ.
მარწყვის კომპოტის მომზადების მეორე ვერსია
მარწყვი
1 ლიტრა წყალი
125 გრ. შაქარი
2 ლიტრინი ქილები
2 გრ.ლიმონმჟავა
მომზადების წესები :
ორლიტრიანი ქილა ავავსოთ მარწყვით ნახევრამდე.
1 ლიტრა წყლით და 125 გრ.შაქრის მოვადუღოთ სიროფი.
სიროფი ჩავასხათ ქილაში,გავაპიპინოთ , დავახუროთ თავსახური და გავაგრილოთ.
ქილიდან გადმოვასხათ სიროფი და მოვაუღოთ.
მარწყვს დავაყაროთ 2 გრ.ლომონმჟავა,დავასხათ სიროფი,ქილა ბოლომდე გავაპიპინოთ და სწრაფად მოვხუფოთ,გადმოვაბრუნოთ და ისე გავაგრილოთ.