b0b08211
5/5

ნისუაზი -უგემრიელესი ფრანგული თინუსის სალათი

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

ინგრედიენტები :

300  გრ.დაკონსერვირებული თინუსი( ტუნეცი)

10 ცალი ახალი კარტოფილი

20 ცალი კაპერსი

4 ცალი ანჩოუსი

250 გრ.მწვანე ლობიო

4 კვერცხი

50 გრ.კურკაგამოცლილი ზეთისხილი

150 გრ.პამიდორი ჩერი

სალათის  ფურცლები

3 ს.კოვზი ზეითუნის ზეთი

2 ჩ.კოვზი მდოგვი

1 ს კოვზი ლიმონი

2 კბილი ნიორი

ზღვის მარილი,წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესები :

კაპერსი დავნაყოთ , შევურიოთ მდოგვში და სანაყი ქვის გამოყენებით მასში ავსრისოთ ანჩოუსი. სანაყში  ჩავდოთ ორი  კბილი ნიორი, მოვაყაროთ მარილი, ჩავასხათ ერთი სუფრის კოვზი ძმარი, ერთი სუფრის კოვზი ზეთი , ქვის დახმარებით კარგად შევურიოთ და ბოლოს დავუმატოთ დაჭრილი ოხრახურში. მივიღებთ სქელ სოუსს.

ახალი კარტოფილი, მწვანე ლობიო  მოვხარშოთ ,მოვასხათ ზეითუნის ზეთი, მოვაყაროთ მარილი და შავი დაფქული წიწაკა.

პამიდორი  ჩერი გავჭრათ შუაზე.

კვერცხი მოვხარშოთ თოხლოდ და გავჭრათ შუაზე.

ავაწყოთ სალათი. თეფშზე მოვასხათ სოუსი, დავაწყოთ სალათის  ფურცლები , ახალი კარტოფილი, პარკი ლობიო,დაკონსერვებული თინ უსი,პომიდორი ჩერი,მოვაყაროთ ზეთისხილი, მოვასხათ სოუსი.

 

 

 

0

Leave a Reply

Your email address will not be published.

Share on facebook
Facebook
Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

ბუშე -ფრანგული დესერტი

ინგრედიენტები ცომისათვის: 10 კვერცხის ცილა 7 კვერცხის გული 6 სუფრის კოვზი შაქარი 1 ჭიქა ფქვილი მომზადების წესები : ღუმელი ჩავრთოთ და გავახუროთ 220 გრადუსზე. კვერცხის

კუჭმაჭი

ინგრედიენტები: 1კგ.საქონლის გულ-ღვიძლი,ფილტვი,ფაშვი 6-8 თავი ქართული წითელი ხახვი ცოცხალი ქინძი ბროწეულის მარცვლები მოსართავად ზეთი ან კარაქი სანელებლები: დაღერღილი წიწაკა გემოვნებით 1 ჩ.კოვზი ქონდარი 2 ჩ.კოვზი

ჩანახი -კლასიკური რეცეპტი

ინგრედიენტები : 1 კგ.ცხვრის ხორცი 0,2 კგ.დუმა 1 კგ.ბადრიჯანი 0,8 კგ.კარტოფილი 1 კგ.პამიდორი 0,2  (4-5 თავი )კგ.ხახვი 1 თავი ნიორი რეჰანი, ქინძი, ოხრახურში 3-3 ღერი

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია

ვულოცავთ გამარჯვებულებს!

1 ადგილი

კულიჩი – ესეც ჩემი ულამაზესი პასკუნიები

2 ადგილი

კულიჩი – ქვემო იმერელი ბებიების რეცეპტი

3 ადგილი

                    ქოქოსის ბისკვიტი – ტორტი რაფაელო

Add Your Heading Text Here

Add Your Heading Text Here