ინგრედიენტები :
1 კგ. ახალი კარტოფილი
400 გრ. მწვანე ლობიო ( შეიძლება ფრანგული ლობიოს კონსერვიც)
100 გრ.სატაცური
4 პატარა ზომის ბოლოკი
სოუსი:
1/2 ჭიქა ზეითუნის ზეთი
2 ს.კოვზი მარცვლოვანი მდოგვი
2 ჩ.კოვზი დიჟონის მდოგვი
2 ს.კოვზი თეთრი ღვინის ძმარი
მარილი და სავი დაფქული წიწკა გემოვნებით
ინგრედიენტები ხახვის დასამწნილებლად;
200 გრ.მწვანე ხახვი
1/2 ჭიქა თეთრი ძმარი
1/2 ჭიქა წყალი
1 ს.კოვზი მარილი
1+ 1/2 ჩ.კოვზი შაქარი
მომზადების წესები :
ჯერ მოვამზადოთ სითხე ხახვის დასამწნილებლად: კონტეინერში ინგრედიენტები შევურიოთ( ძმარი,წყალი,შაქარი,მარილი) ,შიგნით ჩავყაროთ მწვანე ხახვის თეთრი ბოლოები, დავახუროთ თავსახური და მინიმუმ 1 საათი შევინახოთ მაცივარში. კონტეინერი მაცივარში შეგვიძლია გავაჩეროთ რვა საათი.
ახალი კარტოფილი მოვხარშოთ ოდნავ მარილიან წყალში,გავაგრილოთ და დავჭრათ .
ბოლოკი დავჭრათ ძალიან თხლად.
სატაცურს მოვაჭრათ უხეში ბოლო.
ავადუღოთ წყალი ჩავყაროთ ცოტა მარილი და ჯერ ჩავდოთ სატაცური,ერთი წუთის შემდეგ კი დაჭრილი პარკი ლობიო,ვხარშოთ 3 წუთი,შემდეგ წყალი გადავწუროთ, ქვაბი მოვათავსოთ ყინულის აბაზანაზე და რომ გაცივდება, მოხარშული სატაცური და მწვანე ლობიო დავწრიტოთ.
ხახვის მწვანე დაწილი დავჭრათ.
სალათის მოსამზადებლად ინგრედიენტები ერთმანეთში შევურიოთ.
კარტოფილი, ბოლოკი ,მწვანე ხახვი, პარკი ლობიო, სატაცური,ხახვის მწნილი შევურიოთ, მოვასხათ სოუსი და მოვაყაროთ შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით.
ახალი კარტოფილის,მწვანე ლობიოს და ბრიუსელის კომბოსტოს სალათი
ინგრედიენტები :
200 გრ.ახალი კარტოფილი
80 გრ.კარაქი
1 ს.კოვზი ზეთი
150 -200 გრ.ბრიუსელის კომბოსტო
4 მოზრდილი მწვანე ლობიო
4-5 ისპანახის ფოთოლი
1-2 რეჰანის ფოთლები
ნახევარი კონა ტარხუნა
4-5 ფოთილი მჟაუნა
3 ტოტი მწვანე ხახვი
ნახევარი ლიმონი
ნახევარი სუფრის კოვზი მარცვლოვანი მდოგვი
1 ს.კოვზი გოგრის თესლის ზეთი
1 კიტრი
100 გრ.ფეტას ყველი
50 გრ.ნიგოზი
მარილი გემოვნებით
მომზადების წესები :
ახალი კარტოფილი კარაქში და ზეთში შევწვათ,მოვაყაროთ ცოტა მარილი.
ბრიუსელის კომბოსტო შუაზე გავჭრათ,ნახევრად შემწვარ კარტოფილებს დავაყაროთ და ერთად შევწვათ.ბრიუსელის კომბოსტო ცხიმს შეიწოვს.
მწვანე ლობიო ცერად დავჭრათ , ადუღებულ მარილწყალში მოვწალოთ და დავაყაროთ ბოსტნეულს და მათთან ერთად მოვბრაწოთ.ბოლოს მოვაყაროთ დაჭრილი კამა.ბოსტნეული გადავიტანოთ სასალათეში.
კიტრს გული გამოვუღოთ და კანიანად დავჭრათ.
ისპანახის და მჯაუნას ფოთლები ხელით დავფლითოთ.
მწვანე ხახვის მხოლოდ მწვანე ნაწილი დავჭრათ.
ისპანახის , მჟაუნას რეჰანის ფოთლები,ტარხუნა,მწვანე ხახვი შევურიოთ, მოვასხათ ლიმონი წვენი,მდოგვი,გოგრის თესლის ზეთი.
მწვანილების და ბოსტნეულის ნარევს მოვაყაროთ ფეტას ყველი და დატეხილი ნიგოზი.
წყარო: იუთუბი,გურმანია აპრილი 20, 2017 წელი