აბა, რომელ ჩვენგანს არ გვიყვარს კოტლეტი? კოტლეტი ახალი კარტოფილის გარნირით იოლი მოსამზადებელია და გემრიელია.
ინგრედიენტები :
1 კილო ქათმის ხორცი
300 გრ.სოკოს
1 პომიდორი
1-2 კბილი ნიორი
1-2 თავი ხახვი
ხარჩოს სუნელი
საფანელი
ორეგანო და ჯანჯაფილი სურვილისამებრ
ქინძი,კამა სურვილისამებრ
მარილი და წიწაკა გემოვნებით
მომზადების წესები :
ქათმის ხორცი მოვხარშოთ და დავძენძოთ.
ხახვი და ნიორი დავაბლენდეროთ.
სოკო ძალიან წვრილად დავჭრათ.
პომიდორი წვრილად დავჭრათ.
მოხარშულ და დაძენძილ ხორცს შევურიოთ დაჭრილი და დაბლენდერებული ინგრედიენტები,საფანელი,სანელებლები,მარილი და წიწაკა.
ფარშისაგან დავამზადოთ კატლეტები და ჩვეულებრივი წესით შევწვათ ზეთში.
ახალი კარტოფილის გარნირი
ინგრედიენტები:
1 კგ.კარტოფილი
1 ს.კოვზი მარილი (1 ლიტრა მარილწყალის მოსამზადებლად)
1 პატარა კონა კამა
2-3 ს.კოვზი ზეთი+ 30 გრ.კარაქი
მომზადების წესები :
თასში თვალზომით ჩავასხათ დაახლოებით 1 ლიტრა წყალი, ჩავყაროთ 1 ს .კოვზი მარილი, ჩავყაროთ კარტოფილი და გავაჩეროთ 5 წუთი. მარილწყალი დაარბილებს კანს და ადვილად გავფხიკავთ დანით.
მარილიანი წყალი გადავღვაროთ და გაფხეკილი კარტოფილები ჩავყაროთ სუფთა ცივ წყალში.გავაჩეროთ ცოტა ხნით.
ავადუღოთ წყალი, ჩავყაროთ მარილი გემოვნებით, მოვხარშოთ კარტოფილი 3 წუთი და შემდეგ გადავწუროთ.
გახურებულ ტაფაზე დავასხათ ზეთი,ჩავაგდოთ კარაქი,დავაწყოთ 1 ფენად კარტოფილები და შევწვათ ყველა მხრიდან.
ცხელს მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა.