სოკოსა და ახალი კარტოფილის ჩაშუშული ქართული ტრადიციული სეზონური კერძია მთელი ოჯახისათვის.
ინგრედიენტები :
700 გრ.ახალი კარტოფილი
300 გრ.სატაცური
500 გრ.სოკოს ხის ან ქამა
6 კბილი ნიორი
2 დიდი თავი ხახვი
2 ცალი მწარე მწვანე წიწაკა ან გემოვნებით
50 გრ.რეჰანი
კამა
ზეთი და კარაქი( თუ მარხვაზე არ ვართ) შესაწვავად
მარილი გემოვნებით
მომზადების წესები :
გარეცხილი კარტოფილები ჩავყაროთ ღრმა ტაფაში,მოვასხათ ზეთი,დავახუროთ თავსახური და დაბალ ცეცხლზე ვშუშოთ 20 წუთი(ათი წუთის შემდეგ ამოვურიოთ).ჩანგლით შევამოწმოთ კარტოფილის მზაობა( შიგნით უნდა იყოს რბილი),გადავხადოთ თავსახური ,ავუწიოთ ცეცხლს და შევწვათ.
ხის სოკო დავჭრათ უხეშად.
ხახვი დავჭრათ წვრილად.
სატაცური დავჭრათ არც თუ ისე წვრილად.
ხახვი და ხის სოკო ცალკე მოვშუშოთ. დავაყაროთ სატაცური და ვაშუშოთ სოკოსთან და ხახვთან ერთად.
თუ ქამა სოკო გვაქვს,ფეხები მოვაშოროთ .ტაფაზე დავასხათ ზეთი,დავყაროთ ხახვი,დაჭრილი ფეხები და დაბალ ცეცხლზე ვშუშოთ 7-8 წუთი.შემდეგ დავაყროთ ქუდები,დავახუროთ თავსახური და საშუალო ცეცხლზე ვშუშოთ 15 -20 წუთი.მომზადებამდე 5-10 წუთით ადრე დავაყაროთ სატაცური.
ამასობაში დავჭრათ ნიორი,რეჰანი,წიწაკა.
კარტოფილს დავაყაროთ მოშუშული სოკო,ხახვი და სატაცური ,ნიორი,მოვაყაროთ მარილი,წიწაკა და ცეცხლზე გავაჩეროთ 2 წუთი.მოვაყაროთ დაჭრილი კამა და რეჰანი.
ეს კერძი ძალიან გემრიელია და გურმანებს მოეწონებათ!