ინგრედიენტები :
500 გრ.ქათმის ფილე
3 კვერცხის ცილა
200 გრ.სიმინდის ბურბუშელა ან საფანელი
100 გრ.ფქვილი
1 ს.კოვზი ზეითუნის ზეთი
მარილი გემოვნებით
სანელებლები გემოვნებით
მომზადების წესები :
ქათმის ფილე გავრეცხოთ,გავამშრალოთ ქაღალდის ხელსახოცით და დავჭრათ ნაჭრებად.თუ დავჭრით პატარა ნაჭრებად ,მოვამზადებთ ქათმის ნაგეთსებს,ხოლო გრძლად დაჭრილი ფილესგან ქათმის ჩხირებს.
სიმინდის ბურბუშელა დავფქვათ.
კვერცხის ცილა ავთქვიფოთ მარილთან ერთად.
საფანელში ან ბურბუშელაში შევურიოთ სანელებლები ,მადალითად პაპრიკა.
ღუმელის ტაფაზე დავაფინოთ ქაღალდი,მოვასხათ ზეთი.
ქათმის ფილე ამოვსვაროთ ფქვილში,შემდეგ კვერცხში და ბოლოს საფანელში.
თუ ბურბუშელაში ამოვსვრით ,მაშინ შემწვარი ქათმის ორცხობილა გამოდის ოქროსფერი.
ორცხობილები დავალაგოთ ღუმელის ტაფაზე და 15-18 წუთი 200 გრადუსზე ვაცხობთ.