ინგრედიენტები :
500 გრ.მაკარონი
2 ჩ.კოვზი ზეითუნის ზეთი
50 გრ.კარაქი
60 გრ.ფქვილი
450 მლ.რძე
400 გრ.ნახევრად მაგარი ყველი
50 გრ.მაგარი ყველი
1 ჩ.კოვზი დაფქული ხმელი ნიორი
1 ჩ.კოვზი პაპრიკა
1/2 ჩ.კოვზი მარილი
მომზადების წესები :
მოვხარშოთ მაკარონი მარილწყალში. ხარშვისას ჩავასხათ 1 ჩ.კოვზი ზეითუნის ზეთი.
მოხარშულ მაკარონი დავყაროთ თუშფალანგზე, გადავავლოთ ცივი წყალი,გადავიტანოთ სხვა თასში და მოვასხათ 1 ჩ.კოვზი ზეითუნის ზეთი,რომ ერთმანეთს არ მიეკრას.
ყველი გავხეხოთ მსხვილ სახეხზე.
სქელძირიან ქვაბში გავადნოთ კარაქი,ჩავყაროთ ფქვილი,დავასხათ რძე,ვურიოთ განუწყვეტლივ და მოვადუღოთ ერთგვაროვანი სოუსი.
მოდუღებულ სოუსში ჩავყაროთ სანელებლები და ყველი,კარგად ვურიოთ და მივიღებთ წელვად მასას .
მიღებულ სოუსში შევურიოთ მოხარშული მაკარონი.ეს კერძი ამ სახით შეგვიძლია მივირთვათ ან ჩავდოთ ფორმაში და 10 წუთი შევდოთ ღუმელში გამოსაცხობად.
რჩევა: ზოგიერთი გამოცდილი დიასახლისი სოუსის მოსამზადებლად რძის ნაცვლად იყენებს ქათმის ბულიონს.ასევე მოსამზადებლად ყველის ასორტი ( გაუდა,მოცარელა,ჩედარი) და ფერადი მაკარონი ( პომიდვრის,ისპანახის)შეგვიძლიათ გამოვიყენოთ.