0c516b0c2da9f03bceca07a4532f301f
5/5

როგორ გავაფორმოთ კულიჩი ჭიქურით: 5 განსხვავებული რეცეპტი

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

    ძალიან მარტივი შოკოლადის ჭიქურის რეცეპტი, რომელიც თქვენს კულიჩს განსაკუთრებულს გახდის.

1.ინგრედიენტები შოკოლადის ჭიქურისათვის :

1 ჭიქა შაქრის პუდრა

1-2 კვერცხის ცილა

2 ჩ.კოვზი კაკაო

1 ჩ.კოვზი შაქრიანი ვანილი

1 ჩ.კოვზი ლიმონის წვენი ან 10 წვეთი  წყალში გახსნილი ლიმონმჟავა

მომზადების წესები :

ღრმა ჭურჭელში ჩავყაროთ შაქრის პუდრა,კაკაოს ფხვილი და შაქრიანი ვანილი.

წაიკითხეთ კულიჩის რეცეპტები  აქ >>

შემოვდგათ ორთქლის აბაზანაზე, დავუმატოთ ლიმონის წვენი,კვერცხის ცილა და ავსრისოთ კოვზით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

2.ინგრედიენტები შაქრის ჭიქურისათვის. პირველი ვარიაცია :

200 მლ.წყალი

500 გრ.შაქარი

100 გრ.საკონდიტრო გლუკოზა ან ინვენტური სიროფი

თასი წყლით.

1 ს.კოვზი ლიმონის წვენი

 

მომზადების წესები :

ალუმინის ქვაბში ჩავყაროთ  გლუკოზა,შაქარი და დავასხათ წყალი,მოვადუღოთ სიროფი .

სიროფის წვეთი ჩავასხათ ცივ წყალში.თუ წყალში წარმოიქმნა რბილი ბურთულა,მაშინ სიროფი მხადაა.

ამის შემდეგ ჩავასხათ ლიმონის წვენი და მაღალ სიჩქარეზე ავთქვიფოთ მასის გაგრილებამდე და გათეთრებამდე.

შეგვიძლია დავუმატოთ კულინარიული საღებავი.

3.ინგრედიენტები შაქრის მინანქრისათვის მეორე ვარიაცია

5 გრ.ჟელატინი აფუებული 25 მლ.წყალში

50 მლ.წყალი

125 გრ.შაქარი

მწიკვი ლიმონმჟავა

მომზადების წესები :

ჟელატინსა დავასხათ ოთახის ტემპერატურის წყალი და გავაჩეროთ ასაფუებლად.

ქვაბში ჩავასხათ წყალი, ჩავყაროთ შაქარი და ლიმონმჟავა,მოვადუღოთ სიროფი.

ქვაბი გადმოვდგათ ცეცხლიდან და ნახევარი წუთის შემდეგ გავხსნათ გაფუებული ჟელატინი და აუცილებლად გავაგრილოთ ოთახის ტემპერატურამდე.

ჟელატინიანი სიროფი ავთქვიფოთ მიქსერით.მას ძალიან გათეთრდება და მოცულობაში გადიდდება.

ამ შაქრიანი ჭიქურის დადებითი ის არის,რომ არ ტყდება და არ იფჩხვნება.

 

4.მოხარშული ცილოვანი კრემი ანუ იტალიური მირენგა.

4 კვერცხის ცილა

200 გრ.შაქარი

100 მლ.წყალი

1ჩ.კოვზი ლიმონის წვენი

მომზადების წესები :

100 მლ.წყალი ჩავასხათ ალუმინის ქვაბში,ჩავყაროთ ცენტრში შაქარი,ამით ავიცილებთ  შაქრის დაკრისტალებას.ხელი არ ვახლოთ და მაღალ ცეცხლზე მოვადუღოთ სიროფი,სანამ შაქარი არ გადნება.

ცივ წყალში ჩავაწვეთოთ სიროფის წვეთები,თუ წარმოიქმნა თეთრი ფერის რბილი ბურთულები,სიროფი მზადაა.

კვერცხის ცილას დავუმატოთ ლიმონის წვენი და ავთქვიფოთ მყარ პიკამდე.მიქსერით თქვეფა არ შევაჩეროთ და წვრილი ჭავლით ჩავასხათ შაქრის სიროფი.მირენგა ვთქვიფოთ გაცივებამდე ყინულის აბაზანაზე.მოხარშულ ცილოვან კრემს გადავაფაროთ პლასტიკი და შევდოთ მაცივარში.

5.შვეიცარული მერენგა პირველი ვარიაცია :

2 კვერცხის ცილა  N1 ,პირველი კატაგორიის

110 გრ.შაქარი

მომზადების წესები :

კვერცხი ცილა და შაქარი მსუბუქად შევურიოთ.აუცილებლად  ჭურჭელი უნდა იყოს სუფთა ,უცხიმო და  მშრალი. ცილაში კვერცხის გულის ნამცეციც არ უნდა შეერიოს.

თასი შემოვდოთ ორთქლის აბაზანაზე ,გამუდმებით ვურიოთ ,სანამ შაქარი არ გადნება (70 გრადუსი) . ხელის თითებით არ უნდა ვიგრძნოთ შაქრის კრისტალები.

დავიწყოთ ცილის ათქვეფა დაბალ სიჩქარეზე  მიქსერით და თანდათან მოვუმატოთ სიჩქარეს. მას სანამ ძალიან გასქელდება, ჩავუმატოთ მწიკვი ლიმონმჟავა.ცილოვანი მასა  ვთქვიფოთ გაგრილებამდე.

დავსვათ მირენგას სააღდგომო ფიგურები ღუმელის ტაფაზე( დაფენილი გვაქვს ქაღალდი და ვაშრობთ 70-80 გრადუსზე 1,5-2 საათი გააჩნია ღუმელს.

თუ ღუმელში არ შეგვიძლია დავაყენოთ დაბალი ტემპერატურა ,მაშინ გამოვაღოთ ღუმელის კარები და ბეზე გაღებულ ღუმელში გამოვაცხოთ.

შვეიცარული მერენგა მეორე ვარიაცია:

150 გრ.ცილა

300 გრ.შაქარი

კვერცხის ცილაში ჩავყაროთ შაქარი,შემოვდგათ ორთქლის აბაზანაზე და განუწყვეტლივ ვურიოთ.შაქრის კრისტალები უნდა გადნეს კვერცხის ცილაში.მერენგა ავთქვიფოთ მიქსერით მივიღებთ თხელ,წელვად მასას.ასეთი თხელი მას კულიჩის თავზე სწრაფად გაშრება.

მერენგა გადავიტანოთ სხვა გაშლილ თასში და  მასში კულიჩის თავები ამოვსვაროთ.

 

1+

Leave a Reply

Your email address will not be published.

Share on facebook
Facebook
Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

ბუშე -ფრანგული დესერტი

ინგრედიენტები ცომისათვის: 10 კვერცხის ცილა 7 კვერცხის გული 6 სუფრის კოვზი შაქარი 1 ჭიქა ფქვილი მომზადების წესები : ღუმელი ჩავრთოთ და გავახუროთ 220 გრადუსზე. კვერცხის

კუჭმაჭი

ინგრედიენტები: 1კგ.საქონლის გულ-ღვიძლი,ფილტვი,ფაშვი 6-8 თავი ქართული წითელი ხახვი ცოცხალი ქინძი ბროწეულის მარცვლები მოსართავად ზეთი ან კარაქი სანელებლები: დაღერღილი წიწაკა გემოვნებით 1 ჩ.კოვზი ქონდარი 2 ჩ.კოვზი

ჩანახი -კლასიკური რეცეპტი

ინგრედიენტები : 1 კგ.ცხვრის ხორცი 0,2 კგ.დუმა 1 კგ.ბადრიჯანი 0,8 კგ.კარტოფილი 1 კგ.პამიდორი 0,2  (4-5 თავი )კგ.ხახვი 1 თავი ნიორი რეჰანი, ქინძი, ოხრახურში 3-3 ღერი

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია

ვულოცავთ გამარჯვებულებს!

1 ადგილი

კულიჩი – ესეც ჩემი ულამაზესი პასკუნიები

2 ადგილი

კულიჩი – ქვემო იმერელი ბებიების რეცეპტი

3 ადგილი

                    ქოქოსის ბისკვიტი – ტორტი რაფაელო

Add Your Heading Text Here

Add Your Heading Text Here