original (6)
5/5

ღუმელში გამომცხვარი ტოლმა “ლოკოკინა”

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

უგემრიელესი, ხალისით მომზადებული უჩვეულო ფორმის ტოლმა ბავშვებისათვის და არა მარტო მათთვის. დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ ამ რეცეპტით მომზადებული კერძი.

ინგრედიენტები :

1 ცალი კომბოსტო

500 გრ.შერეული ფაში

80 გრ.ბრგვალი ბრინჯი

40 მლ ზეთი

2 დიდი ზომის ხახვი

1 სტაფილო

1 ბულგარული წითელი

2 -3 დიდი ზომის პამიდორი

3-4 კბილი ნიორი

3- 4 ცალი დაფნის ფოთოლი

1,5 ჩ.კოვზი უცხო სუნელი

1,5 ჩ,კოვზი ხმელი სუნელი

პილპილი და მარილი გემოვნებით

 

მომზადების წესები :

ბრინჯი    მოვხარშოთ მარილიან წყალში.

ერთი ხახვი წვრილად დავჭრათ და ზეთში მოვშუშოთ.

ფარშს შევურიოთ ბრინჯი,მოშუშული ხახვი,დანაყილი ნიორის ნახევარი,სუნელები,მარილი და წიწაკა გემოვნებით.

ავადუღოთ წყალი,ჩავყაროთ მარილი,10 წუთით მოვათავსოთ კომბოსტო.

კომბოსტოს ფოთლებს  მოვაჭრათ დანით  მაგარი ნაწილი ,როგორც ეს სურათზე ანაჩვენები.

ჩავდოთ 1 ს.კოვზი ფარში .

და გადავახვიოთ ისე ,როგორც ქვემოთ არის ნაჩვენები.

ტოლმები ჩავალაგოთ გამოსაცხობ ფორმაში.

ერთი ხახვი  დავჭრათ კუბებად.სტაფილო გავხეხოთ.

ხახვი და სტაფილო მოვშუშოთ ერთად ტაფაზე.

პამიდორს კანი მოვაცალოთ და გავხეხოთ ან დავაბლენდეროთ.დავუმატოთ დანაყილი ნიორის მეორე ნახევარი, მოშუშული ხახვი და სტაფილო, დაფნის ფოთოლი,სუნელები ,წიწაკა  და მარილი გემოვნებით

მომზადებული მასა დავასხათ ტოლმებს და  დავფაროთ .

ჩავასხათ 2 ჭიქა წყალი,გადავაფაროთ ფოლგა და შევდოთ 190 გრადუსზე  ღუმელში გამოსაცხობად 30-40 წუთი.

სურვილისამებრ მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.

 ასევე მოგეწონებათ ვაზის ფოთოლში შეხვეული ტოლმის რეცეპტი.

მომზადებული ტოლმა შეგვიძლია მივირთვათ არაჟანთან ერთად.

 

 

 

 

0

Leave a Reply

Your email address will not be published.

Share on facebook
Facebook
Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

ბუშე -ფრანგული დესერტი

ინგრედიენტები ცომისათვის: 10 კვერცხის ცილა 7 კვერცხის გული 6 სუფრის კოვზი შაქარი 1 ჭიქა ფქვილი მომზადების წესები : ღუმელი ჩავრთოთ და გავახუროთ 220 გრადუსზე. კვერცხის

კუჭმაჭი

ინგრედიენტები: 1კგ.საქონლის გულ-ღვიძლი,ფილტვი,ფაშვი 6-8 თავი ქართული წითელი ხახვი ცოცხალი ქინძი ბროწეულის მარცვლები მოსართავად ზეთი ან კარაქი სანელებლები: დაღერღილი წიწაკა გემოვნებით 1 ჩ.კოვზი ქონდარი 2 ჩ.კოვზი

ჩანახი -კლასიკური რეცეპტი

ინგრედიენტები : 1 კგ.ცხვრის ხორცი 0,2 კგ.დუმა 1 კგ.ბადრიჯანი 0,8 კგ.კარტოფილი 1 კგ.პამიდორი 0,2  (4-5 თავი )კგ.ხახვი 1 თავი ნიორი რეჰანი, ქინძი, ოხრახურში 3-3 ღერი

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია

ვულოცავთ გამარჯვებულებს!

1 ადგილი

კულიჩი – ესეც ჩემი ულამაზესი პასკუნიები

2 ადგილი

კულიჩი – ქვემო იმერელი ბებიების რეცეპტი

3 ადგილი

                    ქოქოსის ბისკვიტი – ტორტი რაფაელო

Add Your Heading Text Here

Add Your Heading Text Here