წითლად შეღებილი კვერცხი ქრისტეს აღდგომის სიმბოლოა.აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული კი ყველაზე საყვარელი დღესასწაულია მართმადიდებელთათვის.მხიარული საგაზაფხულო ფერებით კვერცხების შეღებვა ბევრი დიასახლისის სადღესასწაულო ტრადიციაა.
ვარდისფერი
4 ჭიქა გახეხილი ჭარხალი
2 ს.კოვზი ძმარი
1 ჩ.კოვზი მარილი
1 ლიტრა წყალი
გახეხილი ჭარხალი ვხარშოთ 30 წუთი დაბალ ცეცხლზე,ხარშვის დროს დავუმატოთ მარილი და ძმარი.
ნახარში გადავწუროთ და ნაყენში მოვხარშოთ კვერცხები.
მოხარშული კვერცხი ბუნებრივ საღებავში გავაჩეროთ 20 წუთი და შემდეგ ამოვიღოთ.
ყვითელი
4 ს. კოვზი კურკუმა
2 ს.კოვზი ძმარი
1 ჩ.კოვზი მარილი
1 ლიტრა წყალი
კურკუმას დავასხათ წყალი,ჩავყაროთ მარილი,ჩავასხათ ძმარი და დაბალ ცეცხლზე 30 წუთი ვხარშოთ.
გადმოვდგათ ცეცხლიდან და ოდნავ გავაგრილოთ.საღებავში ჩავაწყოთ მოხარშული კვერცხები და გავაჩეროთ 20 წუთი.
თუ გვინდა კვერცხი შეიღებოს მკვეთრ ფრად,მაშინ შევდოთ 3-4 საათი მაცივარში.
ლურჯი
4 ჭიქა წვრილად დაჭრილი წითელი კომბოსტო
2 ს.კოვზი ძმარი
1 ჩ.კოვზი მარილი
1 ლიტრა წყალი
დაჭრილ წითელ კომბოსტოს დავასხათ წყალი,ჩავყაროთ მარილი,ჩავასხათ ძმარი და დაბალ ცეცხლზე 30 წუთი ვხარშოთ.
გადმოვდგათ ცეცხლიდან ,გადავწუროთ .
საღებავში ჩავაწყოთ მოხარშული კვერცხები და გავაჩეროთ 20 წუთი.
თუ გვინდა კვერცხი შეიღებოს მკვეთრ ფრად,მაშინ შევდოთ 3-4 საათი მაცივარში.
სტაფილოსფერი
4 ჭიქა ხახვის ფურცელი
2 ს.კოვზი ძმარი
1 ჩ.კოვზი მარილი
1 ლიტრა წყალი
ხახვის ფურცლებს დავაყაროთ მარილი,დავასხათ წყალი და ვხარშოთ 45 წუთი დაბალ ცეცხლზე.ხარშვისას არ დაგვავიწყდეს ძმრის ჩასხმა.
ნახარში გავაგრილოთ ,ჩავაწყოთ კვერცხები ისე,რომ წყალში დაიფარონ და მოვხარშოთ.
მოხარშული კვერცხები შევამშრალოთ ქაღალდის ხელსახოცით.
როგორ შევღებოთ ფოთლებით მოხატული სააღდგომო კვერცხი
კვერცხის მოსახატად დაგვჭირდება სუფთა კაპრონის წინდა,ძაფი,ფოთლები და ხახვის ფურცლების ბუნებრივი საღებავი.
კვერცხს დავადოთ სველი ფოთოლი,დავადოთ კაპრონის ნაჭერი და ძაფით შევკრათ,რომ ხარშვისას არ დაიშალოს.
კვერცხები მოვხარშოთ ხახვის ფურცლების ნახარშში.