ინგრედიენტები :
კულიჩის ( პასკის ცომი)
წითელი მოცხარი ან ქიშმიში გასაფორმებლად
1 კვერცხი გათქვეფილი 1 სუფრის კოვზ წყალში
კულიჩის რეცეპტები წაიკითხეთ აქ
მომზადების წესები :
კულიჩის ცომი დავყოთ დიდი,საშუალო და პატარა ზომის გუნდებად.
დიდი ზომის გუნდით გავაკეთოთ ბაჭიას ტანი.
საშუალო გუნდით გავაკეთებთ თავს და ყურებს,ხოლო პატარათი კუდს.
ქიშმიშით ან მოცხარით გავუკეთოთ თვალები
ფუნთუშები დავაწყოთ ღუმელის ტაფაზე,გადავაფაროთ,დავაცადოთ ამოსვლა,ფუნჯით გადავასვათ კვერცხი და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 15 წუთი.
0