ინგრედიენტები :
1კგ.ფქვილი
50 გრ.ცოცხალი საფუარი( მშრალი ამ რეცეპტში არ გამოიყენება)
2 ჭიქა რძე
10 კვერცხის გული
2 კვერცხის ცილა
250 გრ.შაქარი
200 გრ.კარაქი
1 ჭიქა ქიშმიში
25 გრ.ცუკატი
30 გრ.კონიაკი
3 ჩ.კოვზი ლიმონის ცედრა
1 ჩ.კოვზი ილი ან მუსკატის კაკალი
3-4 ჩ.კოვზი ვანილი
0,5 ჩ.კოვზი მარილი
1 ჩ.კოვზი შაფრანის ნაყენი
მომზადების წესები :
ერთ ჭიქა ადუღებულ ცხელ რძეში ჩავყაროთ 100 გრ.ფქვილი და ხის კოვზით მოვურიოთ.
საფუარი გავხსნათ 1 ჭიქა თბილ რძეში, შევათქვიფოთ 100 გრ.ფქვილი და დავალოდოთ საფუარის აქაფებას.
მოხარშულ მასას დავასხათ აქაფებული მასა და კარგად მოვურიოთ.გადავაფაროთ პლასტიკი და დავდგათ თბილ ადგილას ამოსაფუებლად.
კვერცხის გულები, 3 კვერცხის ცილა, შაქარი, მარილი მიქსერით ავთქვიფოთ გათეთრებამდე და გავყოთ ორ ნაწილად.
ცომს დავასხათ ჯერ ერთი ნაწილი,მოვაყაროთ 250 გრ.ფქვილი და მოვზილოთ.
შემდეგ დავასხათ გათქვეფილი კვერცხის მეორე ნახევარი,დავაყაროთ დარჩენილი ფქვილი და მოვზილოთ.ცომი ვზილოთ მანამ ,სანამ ხელს არ მოშორდება.
მიღებულ ცომს შევაზილოთ გამდნარი კარაქი,ვანილი,სანელებლები,ცედრა შაფრანის ნაყენი ( სურვილისამებრ) და გადავაფაროთ.
ცომი მოვათავსოთ თბილ ადგილას და დაველოდოთ ამოფუებას.
გარეცხილი გამშრალებული ქიშმიშს დავაყაროთ 1 ს.კოვზი ფქვილი და ავურიოთ,დავუმატოთ ცომს და გადავზილოთ. ამ მეთოდის გამოყენებით ცხობისას ქიშმიში თანაბრად გადანაწილდება ცომში.
ცომს დავაცადოთ მესამედ ამოსვლა.
ცომი დავყოთ გუნდებად ,ევავსოთ ფორმების 2/3 და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე ღუმელში.
500 გრ.კულიჩს ვაცხობთ 30 წუთი.
1კგ .კულიჩს ვაცხობთ 45 წუთი .
1,5 კგ კულიჩა ვაცხობთ 1 სთ .
2 კგ.კულიჩს ვაცხობთ 1,5 საათი.
გემრიელად მიირთვით !