ინგრედიენტები :
650 გრ.ფქვილი
200 მლ.რძე
12 გრ.საფუარი
3 კვერცხის გული
2 დიდი ზომის კვერცხი
50 მლ.ფორთოხლის წვენი
30 გრ.თაფლი
130 გრ.შაქარი
1 ფორთოხლის ცედრა
1 ლიმონის ცედრა
130 გრ.კარაქი
ვანილი
მწიკვი მარილი
მომზადების წესები :
თბილ რძეში გავხსნათ 1 სუფირს კოვზი შაქარი და საფუარი. დაველოდოთ საფუარის გააქტიურებას,აქაფებას.
კვერცხის გულები, კვერცხი, შაქარი და მარილი ავთქვიფოთ მიქსერით გათეთრებამდე.
350 გრ.ფქვილი ჩავყაროთ თასში,გავაკეთოთ ჩაღრმავება და ჩავასხათ საფუარი, ფორთოხლის წვენი, გათქვეფილი კვერცხი შაქართან ერთად,ჩავყაროთ ფორთოხლის და ლიმონის ცედრა, დავუმატოთ ვანილი, თაფლი და დავიწყოთ ცომის მოზელვა. თანდათანობით შევაზილოთ დარჩენილი ფქვილი და 80 გრ.გამდნარი კარაქი.
თუ ცომი თხელი გამოგვივა, შევაზილოთ კიდევ 100-200 გრ.გაცრილი ფქვილი.
ცომი გადმოვიტანოთ მაგიდაზე,ფქვილი მეტი არ დავუმატოთ და დავამუშაოთ მაგიდაზე 10-15 წუთი.ცომი ხელზე არ უნდა გვეწეპებოდეს.
ცომი მოვათავსოთ თასში,გადავაფაროთ პლასტიკი და გავაჩეროთ ამოფუებამდე.
ინგრედიენტები შიგთავსისათვის :
120 გრ.ფქვილი
120 გრ.შაქარი
60 გრ.კარაქი
50 გრ.მუქი ქიშმიში
50 გრ.ცუკატები
50 გრ.თეთრი ქიშმიში
ოთახის ტემპერატურაზე გამდნარი კარაქი,შაქარი და ფქვილი შევურიოთ ერთმანეთს. მასა ხელით ავაფხვიეროთ.გავყოთ 4 ნაწილად.
ქიშმიში წინასწარ გავრეცხოთ, გავამშრალოთ.
ცომი გავყოთ 4 გუნდად ,გადავაფაროთ და დავასვენოთ 10-15 წუთი.
თითოეული გუნდა გავაბრტელოთ ძალიან თხლად,წავუსვათ კარაქი, ( გადავანაწილოთ 50 გრ. )მოვაყაროთ აფხვიერებული ცომის მეოთხედი ,ქიშმიში და გადავახვიოთ რულეტივით.
თუთოეული ბასრი დანი თ ჩავჭრათ სიგრძეზე, ბოლო ნაწილი ( კუდი) დავტოვაოთ ჩაუჭრელი.ერთი ნახევარი გადავახიოთ ნიჟარასავით კუდამდე,მეორე ნახევარიც ასევა გადავახვიოთ და დავადოთ პირველ ნიჟარას,მივცეთ სიმაღლე.
მოლო ნაწილი ჩავმალოთ.
კრაფინი გადავიტანოთ ფორმებში,გადავაფაროთ ტილო და გავაჩეროთ 30 წუთი.
გამოვაცხოთ კულიჩი კრაფინი 180 გრადუსზე 30 წუთი.