ინგრედიენტები :
1 კგ საქონლის ხორცი
300 გრ.ღორის ხორცი
120 გრ.ბრინჯი
5-6 თავი ხახვი (საშუალო ზომის)
1 კონა ქინძი
რამოდენიმე ღერი ტარხუნა
რამდენიმე ცალი ტყემალი ან ალუჩა
5-6 კბილი ნიორი
მარილი,წიწაკა გემოვნებით
ვაზის ფოთოლი
მომზადების წესები :
შერეული ხორცი, ხახვი ქინძი,ნიორი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში.ფარშს დავუმატოთ ბრინჯი,წიწაკა,მარილი,1/2 ჭიქა წყალი ან ბულიონი.
გამზადებული ვაზის ფოთლებს მოვაცალოთ ყუნწები, გავავლოთ ცხელ წყალში.ვაზის ფოთოლში ჩავდოთ ხორცის ფარშის ნაზავი და გადავახვიოთ.
ასევე მოგეწონებათ კომბოსტოს ფურცელში შეხვეული ტოლმის რეცეპტი.
ტოლმები მჭიდროთ ჩავალაგოთ ქვაბში და ქვაბის ძირზე,ფენებს შორის ჩავაფინოთ ტარხუნის ღეროები,მოვაყაროთ ალუჩა, ცოტა მარილი,დავაფაროთ თეფში, დავადოთ ქვა, ჩავასხათ წყალი(წყალი უნდა ფარავდეს ტოლმას),დავაფაროთ თავსახური და დაბალ ცეცხლზე მოვხარშოთ.
სუფრაზე მისატანად დავალაგოთ თეფშზე , ფიალით მივიტანოთ მაწონი შეზავებული ნივრით.ტოლმას მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა.
მაწვნის ან არაჟნის სოუსის მომზადება : 400 მლ.მაწონს შევურიოთ 3 კბილი ნიორი ( დაჭყლეტილი),მწიკვი დარიჩინი და 1 ჩ.კოვზი შაქარი.